4 უმარტივესი სახის ნიღაბი, რომელიც დაგეხმარებათ გამონაყარის დამარცხებაში

1131

რაც უნდა ბევრი ვისაუბროთ იმაზე, რომ გამონაყარი დროებითია და მთელი ცხოვრება, მაინც გვაწუხებს, გვაღიზიანებს, რადგან მისი დაფარვა არც მაკიაჟითაა მარტივი და მის გარეშე ხომ საერთოდ არ გვინდა გარეთ გასვლა. ამიტომ ყოველდღე ახალ-ახალ გზებს ვეძებთ მათ დასამარცხებლად, თუმცა ხშირად ამ ბრძოლაში თვითონვე ვმარცხდებით.

ძალიან მარტივი 4 ნიღბის მომზადებას გასწავლით, რომელიც ჩააქრობს ანთებით პროცესს და დაგიწყნარებთ კანს. გაითვალისწინეთ, რომ გამონაყარის ხელით წვალება მათი გამრავლების მთავარი გზაა. ამიტომ არ მიეკაროთ და უბრალოდ

სცადეთ ეს ნიღბები:

ნიღაბი 1:

  • 1 ც კვერცხის ცილა
  • 1ს/კ თაფლი
  • 1 ს/კ შაქარი

ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში და დაიტანეთ სახეზე. ჩამოიბანეთ თბილი წყლით მას შემდეგ, რაც სახეზე შეგაშრებათ.

ნიღაბი 2:

მოამზადეთ შვრიის სქელი ფაფა, დაუმატეთ ცოტაოდენი ვაშლის ძმარი. აურიეთ კარგად. უნდა მიიღოთ იმდენად მკვრივი მასა, რომ ხელში მოგუნდავება შეძლოთ. დაიტანეთ სახეზე 10 წუთის განმავლობაში.

ნიღაბი 3:

  • კურკუმას სანელებელი
  • 1 ს/კ თაფლი
  • ვაშლის ძმარი
  • გაწურული ნახევარი ლიმონი
  • 2 ს/კ იოგურტი

ინგრედიენტები აურიეთ კარგად, რათა მიიღოთ ერთიანი მასა და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ მანამ, სანამ არ შეგახმებათ.

ნიღაბი 4:

  • 1 ბანანი
  • 1 კვერცხის ცილა
  • 1 ს/კ თაფლი

შეურიეთ ერთმანეთში კარგად და მიიღეთ ერთიანი მასა. დაიტანეთ სახეზე რამდენიმე ფენად, შემდეგ დაიდეთ სახეზე ერთჯერადი ხელსაწმენდი  და კვლავ წაისვით ნიღაბი. ქაღალდი მოიხსენით მას შემდეგ, რაც მთლიანად გახმება.

Facebook კომენტარები