ფეხების შეშუპებას ამ რეცეპტით უმკურნალებთ და სამუდამოდ დაივიწყებთ მისით გამოწვეულ დისკომფორტს.
ფეხების შეშუპება შეიძლება მოხდეს ტერფში, კოჭში, მუხლში, ბარძაყში. ფეხების შეშუპება გამოწვეუბლია ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვებით ან ადგილობრივად, ფეხის დაზიანებული ქსოვილების ან სახსრების ანთებით.
ფეხის შეშუპების მრავალი მიზეზია: ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა, ან ტრავმული დაზიანება, ადვილი ამოსაცნობია და ნაკლებად საშიშია. ზოგჯერ კი ფეხების შეშუპება სერიოზული დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს. მაგალითად, გულის დავადების ან სისხლძარღვში თრომბის წარმოქმნის.
შეშუპებისგან თავის დასაღწევად პირველ რიგში უნდა შევამციროთ მარილი საკვებში, ასევე დიდი რაოდენობით წყლის გამოდევნა ორგანიზმიდან მნიშვნელოვანია. გირჩევთ კვების რაციონიდან ამოიღოთ ტკბილეული, ძლიერი ჩაი და ყავა, შებოლილი ხორცეული. დალიეთ ასკილის ნაყენი.
კონტრასტული აბაზანების დროს ფეხები მონაცვლეობით ჩადეთ ცივ და თბილ წყალში, კარგად აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აღადგენს მათ ტონუსს: მოამზადეთ ორი პატარა კონტეინერი, ერთში ცივი წყალი (10-12 გრადუსი) მეორეში ცხელი (40°). ცივ წყალში უფრო ცოტა ხანს ჩაალაგეთ ფეხები, ცხელში მეტ ხანს. წლის კონტრასტული აბაზანების გარდა შეგიძლიათ წყალს დაუმატოთ ზღვის მარილი და სოდა.
ასევე, გიზიარებთ 2 რეცეპტს, რომლებიც ეფექტურად უმკლავდება ფეხების შეშუპებას:
4 სადილის კოვზ სელის თესლს უნდა დაასხათ 1 ლიტრი წყალი და ადუღოთ 10-15 წუთი. თავდახურული ჭურჭელი გადმოდგით ცეცხლიდან და 1 საათით დადგით სითბოში. შემდეგ გადაწურეთ. უკეთესი გემო რომ ჰქონდეს, შეგიძლიათ, დაამატოთ ლიმონის წვენი. უნდა მიიღოთ ცხელ-ცხელი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
კარგია შავბალახას ნაყენი და თირკმლის ჩაიც.
ამ ორი მცენარის ნაყენი კი შესანიშნავად გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს, აცხრობს შეშუპებას და ამშვიდებს გულს. მის მოსამზადებლად აიღეთ 5 გრამი ნარევი და დაასხით ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი, 5 წუთი შეათბეთ წყლის ორთქლის აბაზანაზე, მერე 4 საათი თერმოსში გააჩერეთ და მიიღეთ.
აუცილებლად სანახავი:ის, რაც აქამდე არ იცოდით-დაფნის ფოთლის საოცარი თვისებები , იცით, რომ ძალიან ღრმა ნაოჭებსაც კი ასწორებს დაფნა?!
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.