მოცვის ფოთლები დიაბეტის განკურნებაში დაგეხმარებათ. დაამარცხეთ ეს ვერაგი დაავადება!

1297

მოცვის ფოთლები დიაბეტის განკურნებაში დაგეხმარებათ. დაამარცხეთ ეს ვერაგი დაავადება!

შაქრიანი დიაბეტი დისჰორმონული, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებაა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი ნორმალურად ვერ ითვისებს შაქარს, რის გამოც სისხლში მისი დონე იზრდება — ვითარდება ჰიპერგლიკემია. ამის მიზეზია ინსულინის სეკრეციის ან მისი მოქმედების დეფექტი, ზოგჯერ — ორივე ერთად. ინსულინი პანკრეასის ჰორმონია, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყაროს — გლუკოზის უჯრედში შეღწევას.

ინსულინის ნაკლებობისას გლუკოზა უჯრედში ვერ აღწევს და სისხლში რჩება, რის გამოც უჯრედები შიმშილობენ. საკვების მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონე იმატებს, ორგანიზმში მეტი ინსულინი გამომუშავდება და უჯრედები სისხლიდან მეტ გლუკოზას შთანთქავენ . შედეგად უჯრედები საჭირო ენერგიას იღებენ, სისხლში კი შაქრის დონე ქვეითდება. ასეა ნორმაში. ინსულინის დეფიციტის შემთხვევაში კი საკვების მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონე იმატებს. მატების ხარისხი ორგანიზმში მოხვედრილი ნახშირწყლების ოდენობაზეა დამოკიდებული.

და მაინც რა უნდა ვქნათ ასეთ დროს?!, როგორ დავეხმაროთ საკუთარ ორგანიზმს  ბუნებრივი საშუალებებით?

გიზიარებთ ჩვენი მკითხველის ისტორიას: “უკვე 20 წელია, მაქვს შაქრიანი დიაბეტი. ბოლო დროს საგრძნობლად გამიუარესდა მხედველობა, რაც ძალიან მაღელვებს, რადგან მკურნალობის შესაძლებლობა არ მაქვს. ნაცნობმა მირჩია, ყოველდღიურად მეჭამა მოცვის ნაყოფი და მესვა მისი ნახარში რომელიც ასე მზადდება:

4ს/კ ნაყოფს უნდა დაასხათ 2,5 ჩ/ჭ წყალი და ადუღოთ 10 წთ, მიიღოთ 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში. ჩემდა გასაკვირად, ერთი თვის თავზე საგრძნობი ეფექტი მივიღე: მხედველობა გამიუმჯობესდა, ამასთანავე, ვიგრძენი უკეთესობა კუჭისა და ნაწლავების მუშაობაში (პერიოდულად მტკიოდა კუჭი და ხშირად მქონდა ფაღარათი), გამიუმჯობესდა ვენების მდგომარეობა, აღარც ფეხები მიბუჟდება — ერთი სიტყვით , მთელ ორგანიზმზე დადებითად იმოქმედა. ახლა ზამთრისთვისაც მაქვს გამხმარი მოცვი და ვაპირებ, კიდევ ერთი კურსი ჩავიტარო..”

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:წითელი ხახვი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ანტიბიოტიკია!

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები