როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი მწვანე პომიდვრის სალათი

776

ალბათ უმეტესობას მოსწონს მწვანე პომიდვრის სალათი, ახლა კი მას უფრო შეგაყვარებთ. ამ რეცეპტის შემდეგ მას სულ უფრო ხშირად მოამზადებთ.

ინგრედიენტები:

5 კგ მწვანე პომიდორი

1 კგ ხახვი

200 გრ ცხარე წითელი წიწაკა

200 გრ ნიორი

1/2 ლ ზეთი

1.5 მლ ძმარი

3 კონა ქინძი

2 კონა ნიახური

1/4 ჩ.ჭ ხმელი ქინძი ( დაფქული)

1/2 ჩ.ჭ უცხო სუნელი

1/2 ჩ.ჭ ზაფრანა

მომზადების წესი:

გარეცხილი პომიდორი დაჭერით წვრილად,დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1/2 საათი. მოათავსეთ საწურზე. დაწურული პომიდორი გადაიტანეთ ფართოპირიან ჭურჭელში. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ მწვანილი, ნიორი, წიწაკა.

ხახვი დაჭერით თხელ რგოლებად. ზეთი და ძმარი ერთად წამოადუღეთ. პომიდორს მოაყარეთ გატარებული მწვანილი,

დაჭრილი ხახვი, სუნელები, მოასხით ზეთისა და ძმრის ნაზავი, მარილი გემოვნებით და კარგად აურიეთ.

გააჩერეთ სამი  დღე, ხშირად ურიეთ ხის კოვზით. შემდეგ მოათავსეთ ქილებში, დაახურეთ პოლიეთილენის ხუფები.

სულ ეს იყო, გემრიელად მიირთვით!

Facebook კომენტარები