კანზე გაჩენილი ეს წარმონაქმნები, რომელთაც მეჭეჭების სახელწოდებით ვიცნობთ, ერთი შეხედვით არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. სინამდვილეში, ეს არის პრობლემა, რომელსაც იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსი.
არსებობს დაახლოებით 60-ზე მეტი სახეობის პაპილომა ვირუსი. თითოეული მათგანი ჩვენი კანის ზედა ფენებში პატარა ნაკაწრებიდან, ჭრილობებიდან ხვდება და იწვევს უჯრედების არაადკევატური ტემპით ზრდა-გამრავლებას, რის შედეგადაც წარმოიქმნება ე.წ. მეჭეჭი. ყველაზე ხშირად ეს ნაკლებად სასიამოვნო ახალწარმონაქმნები ხელებზე და თითებზე ჩნდება.
დერმატოლოგები ამ პრობლემის მოსაშორებლად პაციენტებს სთავაზობენ რამდენიმე გზას: ელექტროკოაგულაცია, რადიოქირურგია და ლაზერი. მეჭეჭების მოშორებიდან 5 დღის განმავლობაში პაციენტმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს შესაბამისი ანტიბიოტიკები.
საუკეთესო დრო მეჭეჭების მოსაშორებლად – წელიწადის ცივი დროა. სპეციალური პროცედურების ჩატარებისა და მეჭეჭების მოშორების შემდეგ თქვენ მასქიმალურად უნდა მოერიდოთ ოფლიანობას, მინიმუმ რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც, რათა თავიდან არიდიოთ გართულებები.
გარდა ჩამოთვლილი მეთოდებისა, არსებობს ერთი ხალხური საშუალება, რომელიც ძალიან სწრაფად, ეფექტურად და უმტკივნეულოდ გვაშორებს მეჭეჭებს. ეს საშუალებაა ვაშლის ძმარი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში დეტალურად ვისაუბრებთ.
ვაშლის ძმარი მეჭეჭების წინააღმდეგ
ყველას არაერთხელ გვსმენია ვაშლის ძმრის სასარგებლო და სამკურნალო თვისებების შესახებ. ამ პროდუქტის კიდევ ერთი გასაოცარი თვისება მეჭეჭების წინააღმდეგ ბრძოლის უნარია.
მეჭეჭების მოსაშორებლად ვაშლის ძმრის გამოყენება არ არის რეკომენდებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ახალწარმონაქმნი თვალის მიდამოებში მდებარეობს.
დეტალური ინსტრუქცია:
- წყლისა და რბილი საპნის გამოყენებით კარგად გაისუფთავეთ კანი მეჭეჭების გარშემო.
- ბამბის დისკი ჩაალბეთ წყალში და დაიფინეთ ზემოდან მეჭეჭზე 15 წუთით. ბამბა არ უნდა შეგიშრეთ, ის პერიოდულად კარგად უნდა დაატენიანოთ.
- 15 წუთის შემდეგ ქაღალდის ხელსახოცის ან ნებისმიერი რბილი ქსოვილის გამოყენებით კარგად შეიმშრალეთ კანის შესაბამისი მონაკვეთი.
- აიღეთ ახალი, სუფთა ბამბის დისკი და კარგად ჩაალბეთ ვაშლის ძმარში. დაიფინეთ ის ზემოდან მეჭეჭზე და დაიფიქსირეთ პლასტირის ან წებოვანი მარლის გამოყენებით.
- დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ კანი წყლით.
1 კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღეში 3-ჯერ. პროცედურების შემდეგ მეჭეჭი შეიცვლის ფერს და ძალიან მალე თავისით, აბსოლუტურად უმტკივნეულოდ მოგძვრებათ.
გამომდინარე იქიდან, თუ რა ზომისაა მეჭეჭი, პაციენტს შეიძლება დარჩეს ნაიარები. ეს უსიამოვნო მოვლენა თავიდან რომ არიდიოთ, კანის შესაბამის მონაკვეთზე რეგულარულად ალოეს გელი ან სპეციალური მალამო წაისვით.