გაიგეთ, როგორ უნდა განთავისუფლდეთ თავის ტკივილისგან პირსახოცის დახმარებით… საოცრად მარტივია
დაგვერწმუნებით ყველა ვისაც ერთხელ მაინც გამოგიცდიათ თავის ტკივილი, თუ რაოდენ დისკომფორტული და აუტანელი მდგომარეობაა. მის წინააღმდეგ კი რა თქმა უნდა არსებობს არა ერთი სააფთიაქო საშუალება, მაგრამ შედეგი როდისაა ყოველთვის მიღწევადი.
ამიტომაც დღეს ჩვენ გირჩევთ უმარტივეს საშუალებას რომელიც ეფექტურობით ნამდვილად გამოირჩევა!!
იცოდით ის რომ თავის მასაჟი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ამსუბუქებს თავის ტკივილს. ცნობილი ფაქტია, რომ ტვინში არის ტკივილის მგრძნობიარე რეცეპტორები. როცა ხდება თავის ტვინის შეკუმშვა ან გაფართოება ან კუნთოვანი წნევის ცვლილება, სწორედ ეს იწვევს თავის ტკივილს. ამ დროს დისკომფორტი წარმოიქმნება თავის ქალაში, კისრის კუნთებზე, ნერვებზე, თვალებზე და კანქვეშა ქსოვილში.
როგორ გავიკეთოთ მასაჟი პირსახოცის დახმარებით?
ნაბიჯი 1 – თავდაპირველად აიღეთ საშუალო სისქის პირსახოცი და გადაახვიეთ სპირალისებურად.
ნაბიჯი 2 – შემდგომ კარგად გაჭიმეთ პირსახოცი და მიიდეთ უკან, კეფაზე. (როგორც ფოტოზეა ნაჩვენები)
ნაბიჯი 3 – მოიხვიეთ პირსახოცი კისრის გარშემო ინტენსიურად და რიტმულად.ნაბიჯი 4 – ჩაიტარეთ ეს პროცედურა 3–5 წუთის განმავლობაში. ტკივილის გაქრობის შემდეგ 10 წუთში გაიმეორეთ იგივე.
ზოგადად ექიმების თქმით, თავის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი არის სპაზმი. ეს მასაჟი კი ამშიდებს კანს კისრის არეში, ხელს უწყობს სპაზმის მოხსნას და კარგ გავლენას ახდენს თავის ტვინზე.
ასევე კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. ეს დადებითად მოქმედებს თავის ტვინზე.