ეს ქალი 12 დღის განმავლობაში დღეში 3 ფინიკს ჭამდა – აი, მისი ექსპერიმენტის შედეგები!
ფინიკი– ხილი, რომელსაც ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. ის სპილენძს, კალიუმს, მანგანუმს ვიტამინ B-6–ს და მაგნიუმს შეიცავს.
ფინიკის სასარგებლო თვისებები
1. ფინიკი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის არის სასარგებლო
თუ ყაბზობა გაწუხებთ, ან საჭმლის მომნელებელ სისტემასთან სხვა პრობლემები გაქვთ, ფინიკს შეუძლია დაგეხმაროთ. ის ასევე მსხვილი ნაწლავის კიბოს გაჩენის რიკს ამცირებს და გამოიყენება ბუასილის მკურნალობის დროს.
2. ფინიკი, როგორც გამაყუჩებელი
ეს პროდუქტი მაგნიუმს შეიცავს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. კვლევებმა აჩვენა, რომ მაგნიუმს ფინიკებში, შეუძლია არტერიული ანთება შეამციროს. ეს კი, გულის დაავადებების, ალცჰეიმერის დაავადების და ართრიტის გაჩენის რისკებს ამცირებს.
3. ფინიკი ფეხმძიმობის დროს
69 ქალზე დაკვირვების შედეგად, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ თუ ქალი ფეხმძიმობის ბოლო 4 კვირის განმავლობაში ფინიკს მიირთმევს, მისი მდგომარეობა სხვებთან შედარებით უკეთესობისკენ იცვლება. ფინიკი ასევე გეხმარებათ ფეხმძიმობის შემდეგ წონის დაკარგვაში.
4. მაღალი წნევა და ინსულტი
მაგნიუმი ფინიკებში, ასევე სასარგებლოა მაღალი არტერიული წნევის დაწევის დროს.
ასევე ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო დაედგინა ახდენს თუ არა ზეგავლენას ფინიკი ინსულტის რისკებზე. დამტკიცდა, რომ მაგნიუმის 100 მილიგრამი ინსულტის რისკს 10%–ით ამცირებს. რაც შეეხება წონის დაკარგვას, აქ დიდი ყურადღება რაოდენობას უნდა მივაქვიოთ. ექიმ მელინა ჯამპოლისის თქმით, ფინიკების ჩირის ერთი პორცია დაახლოებით 1/4 ჭიქაა.