“დამისვევს პირველი ხარისხის შერეული ჩიყვის დიაგნოზი, მაშინვე დავიწყე ამ ხალხური საშუალებების სმა, ბოლოს კი შედეგი გასაოცარი მქონდა!

1919

“დამისვევს პირველი ხარისხის შერეული ჩიყვის დიაგნოზი, მაშინვე დავიწყე ამ ხალხური საშუალებების სმა, ბოლოს კი შედეგი გასაოცარი მქონდა!

2000 წლის დასაწყისში ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური გამოკვლევის შედეგად დამისვეს დიაგნოზი: პირველი ხარისხის შერეული ჩიყვი. დავიწყე ენდოკრინოლოგის მიერ გამოწერილი წამლების სმა, თან ხალხურ საშუალებებსაც ვიყენებდი.

1. აიღეთ 14 ცალი კაკალი, გარეცხეთ, გააშრეთ, დაამტვრიეთ, უღელი შეინახეთ, ნიგოზი მიირთვით. ნაჭუჭი შეახვიეთ სქელ ნაჭერში და ჩაქუჩით კარგად დანაყეთ. შემდეგ ჩაყარეთ ქილაში, დაასხით 0,5 ლ არაყი, დაახურეთ თავსახური და დადგით ბნელ, თბილ ადგილას 7 დღის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ, ჩაასხით მუქი ფერის ბოთლში და შედგით მაცივარში. სვით დილაობით უზმოზე თითო სადილის კოვზით. მე თვითნებურად გავზარდე დოზა და დღეში 3-ჯერ ვსვამდი ჭამამდე ერთი საათით ადრე, ერთი თვე. ჩიყვის გარდა ნაყენი შველის სიმსივნურ წარმონაქმნებს, ბრონქებს, მარილებს.

2. მრავალკვანძოვანი ჩიყვის სამკურნალოდ ერთ ჭიქა კაკლის უღელს დაასხით 0,5 ლ არაყი, აურიეთ და მჭიდროდ დაახურეთ ხუფი. დადგით გრილ, ბნელ ადგილას 30 დღის განმავლობაში. მიიღეთ დილით, უზმოზე თითო ს/კ, ადგომამდე 1-2 საათით ადრე. არც წყალი მიაყოლოთ და არც საჭმელი. ნაყენის ეს რაოდენობა მკურნალობის ერთი კურსისთვისაა განკუთვნილი. ერთი კურსის შემდეგ 10-15 დღე უნდა დაისვენოთ. შემდეგ ისევ გაიმეოროთ.

ასე ვაგრძელებ 2 წელია. ამასთან ერთად, ყოველდღიურად ვცდილობდი რაციონი ზღვის პროდუქტებით (თევზით, ზღვის კომბოსტოთი) შემევსო. ვერიდებოდი ზედმეტად ცხიმიან, მწარე, ტკბილ, მარილიან საკვებს. ვმკურნალობდი ბალახებითაც:

– შავბალახას ნაყენი — 2 ს/კ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ ხუფი და დადგით 2 საათი. სვით თითო ს/კ ნაყენი 3-5-ჯერ დღეში. ვიღებდი კუნელის წვეთებსაც (იყიდება აფთიაქებშიც) 20-30 წვეთს 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ. … ორწლიანი მკურნალობის შემდეგ ისევ გავიკეთე გამოკვლევა და შერეული ჩიყვის ნაცვლად მხოლოდ რამდენიმე მცირე ზომის კვანძიღა იყო დარჩენილი.

რა თქმა უნდა, ექიმის დანიშნულმა წამლებმაც მიშველა, მაგრამ, ალბათ, ასეთი შედეგი ჩემი მცდელობის დამსახურებაცაა.

ექიმის კომენტარი: ნიგოზი ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება არაერთი მათ შორის, ჩიყვის სამკურნალოდ, რაც მასში შემავალი უამრავი დაავადების და სასარგებლო ნივთიერების ფარმაკოლოგიურ ეფექტს უკავშირდება. განსაკუთრებით ბუნებრივ იოდს და მისი პრეპარატების მიღება აწესრიგებს იოდის ცვლას ორგანიზმში.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები