ამ მეთოდით ფრჩხილები მკვრივდება და ორჯერ სწრაფად იზრდება ! WOW !აქამდე უნდა მცოდნოდა !!

1119

ამ მეთოდით ფრჩხილები მკვრივდება და ორჯერ სწრაფად იზრდება ! WOW !აქამდე უნდა მცოდნოდა !!

სასიამოვნოა, როცა ფრჩხილები ლამაზად გამოიყურება. ამისთვის საჭიროა მათი მოვლა. თუმცა, ხშირად, მოვლის მიუხედავადაც, ისინი კარგავენ ბუნებრივ ფერს და ყვითელდებიან. ამის მიზეზი შესაძლოა, გახდეს სიგარეტი, უხარისხო ლაქის გამოყენება, შინაგანი ორგანოების პრობლემები, სოკოვანი დაავადება. ფრჩხილების მტვრევის გამომწვევი მიზეზი კი ორგანიზმში მინერალების – კალიუმის, ფოსფორისა და ფტორის, დეფიციტია.

დღეს გასწავლით რამდენიმე საშუალებას თქვენი ფრჩხილების მოვლისათვის.

პირველ რიგში, შეურიეთ ერთმანეთში:

– ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენი;
– ერთი კბილი დაჭყლეტილი ნიორი.

გადაიტანეთ ეს ინგრედიენტები ორ პატარა თასში და ჩაალაგეთ ფრჩხილები მათში 15 წუთის განმავლობაში.

შემდეგ, ეს თასები გაცალეთ და მათში მოათავსეთ: ჭიქის მეოთხედი ზეითუნის ზეთი. ახლა მათში მოათავსეთ თითები 5-10 წუთით მეტხანს. დაიბანეთ ხელები და მორჩა,გაიმეორეთ კვირაში ორჯერ.

თუ ფრჩხილი ხშირად ტყდება და იქერცლება: 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 3 სუფრის კოვზი სუფრის მარილი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი 5-პროცენტიანი იოდის ხსნარი. კარგად აურიეთ. ჩაალბეთ თითები ამ აბაზანაში 10-15 წუთით.

ფრჩხილის გასამაგრებლად და მისი ჯანსაღი ფერის დასაბრუნებლად: ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალს, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი მარილი და მასში ფრჩხილები 20 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. სასურველია, ეს პროცედურა დღეში ორჯერ გაიმეოროთ. ორი კვირის შემდეგ, ფრჩხილები საგრძნობლად გამაგრდება და ჯანსაღ შეფერილობასაც დაიბრუნებს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია