ნამდვილად სასასრგებლოა თუ არა ღვიძლი ჩვენი ორგანიზმისთვის? რა სასარგებლო თვისებების მატარებელია და როგორ მოვამზადოთ ის სწორად. .

840

ნამდვილად სასასრგებლოა თუ არა ღვიძლი ჩვენი ორგანიზმისთვის? რა სასარგებლო თვისებების მატარებელია და როგორ მოვამზადოთ ის სწორად. .

საქონლის ან ქათმის ღვიძლი ბევრისთვის ერთ ერთ ყველაზე გემრიელ საკვებად იტვლება, თუმცა ამისდა მიუხედავად ცოტამ თუ იცის, რომ ეს პროდუქტი არა მარტო გემრიელია არამედ საკამოდ დიდი სარგებლის მატარებელია ჩვენი ორგანიზმისთვის.

მოდით უკეთ გავეცნოთ მის სასარგებლო თვისებებს და მომზადების წესს

საქონლის ღვიძლი

საქონლის ღვიძლი შემადგენლობით რამდენადმე წააგავს ღორისას, თუმცა სასარგებლო ნივთიერებებით მასზე მდიდარია, თანაც უფრო კალორიულია - 130 კილოკალორია 100 გრამ პროდუქტზე. გარდა ვიტამინების სრული ნაკრებისა, საქონლის ღვიძლშია ბეტა-კაროტინი, D და K ვიტამინები, ოცამდე მინერალი, სხვადასხვა ფერმენტი, ამინმჟავა და სხვა ნივთიერებები.

ქათმის ღვიძლი

რაც შეეხება ქათმის ღვიძლს ის ღორისაზე კალორიულია (100 გრამი 140 კილოკალორიას შეიცავს), თუმცა მას უფრო ადვილად ითვისებს ორგანიზმი. ქათმის ღვიძლი მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებით, ფოლიუმის მჟავათი და A ვიტამინით, ამიტომაც ძალზე სასარგებლოა ბავშვებისა და ორსულებისთვის.

ახლა კი გავეცნოთ მისი მომზადების წესს:

ღვიძლის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის ფერსა და ფაქტურას. ახალი ღვიძლი გლუვია, ბაცი ყავისფერი ან ღია მოწითალო, გაჭრილი ზედაპირი კი მოწითალო-ყავისფერი აქვს.

ღვიძლს უმეტესად წვავენ, თანაც არასწორად, ამიტომაც ბევრს ის არ უყვარს. სთუმცა წორად შემწვარი ღვიძლი გემრიელიცაა, არომატულიც და ნაზიც. კარგად გარეცხილ საქონლის ან ღორის ღვიძლს აპკი უნდა მოაცილოთ, ერთი სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად დაჭრათ, დააყაროთ ცოტაოდენი სოდა და ერთი საათი გააჩეროთ, მერე გამდინარე წყალში კარგად გარეცხოთ,  გემოვნებისამებრ მოაყაროთ მარილი, წიწაკა და სანელებლები, ფქვილში ამოავლოთ, გავარვარებულ ტაფაზე დადოთ და ერბოში შეწვათ - დაახლოებით 3-4 წუთი თითოეულ მხარეს.

აქვე დავამატებდით, რომ არ არის რეკომენდებული ღვიძლის ჭამა მაკარონთან და ცხიმიან სოუსთან ერთად. ღუმელში შემწვარი ღვიძლი უფრო იოლი ასათვისებელია, ვიდრე ტაფაზე შემწვარი.

თქვენ რამდენად ხშირად მიირთმევთ ამ სახის საკვებს და როგორ ამზადებთ? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარების ველში

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია