მოიშორეთ ცხიმოვანი კისტები ძალიან სწრაფად, მარტივად და ეფექტურად !

2497

მოიშორეთ ცხიმოვანი კისტები ძალიან სწრაფად, მარტივად და ეფექტურად !
შესაძლოა ბევრმა არ იცით, თუმცა გეტყვით, რომ ე.წ ცხიმოვანი კისტა კეთილთვისებიანი, არაკანცეროვანი გამონაზარდია. ის შიგნიდან გამკვრივებული სითხით სავსე გამონაზარდია, რომელიც სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება გაჩნდეს. ამ უკანასკნელ ასევე ახასიათებს გამრვალდება და ამოკლე დროში შესაძლოა რამდენიმე წანაზარდი გამოგივიდეთ კანის ნებისმიერ მიდამოში. რაც მთავარია არ უნდა ეცადოთ მათ დაზიანებას, რადგან შესაძლოა ინფექცია შეიჭრას და შემდეგ მისი მოშუშების პროცესი ბევრად მტკივნეული და რთული გახდეს. ამის გარდა ზოგადად ის სრულიად უმტკივნეულოა.

რაცარუნდა იყოს დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე მარტივ და ეფექტურ მეთოდს, რათა სწრაფად მოიშოროთ ცხიმოვანი კისტები:

  •  იმუნური სისტემის გაძლიერება:

ცხიმოვანი კისტების განკურნება ორგანიზმს თავადაც შეუძლია, როცა ძლიერი იმუნიტეტი გაქვთ. სწორედ ამიტომ უნდა მიირთვათ ბევრი ბოსტნეული, ხილი და მწვანილი.

  • ძილის რეჟიმის გამოსწორება

სწორი ძილი რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან იმუნურ სისტემაზე მოქმედებს. გარდა ამისა ჯანმრთელობის მხრივ ისედაც ბევრ პრობლემას იწვევს. ამიტომ ეცადეთ გამოასწოროთ ძილის რეჟიმი და დღე ღამეში მინიმუმ 6 საათი გეძინოთ

  • ალოე ვერა

ტკივილის გასაქრობად და ბაქტერიების მოსაშორებლად გამოიყენეთ ამ მცენარის ახლად დაწურული გელოვანი წვენი. წაისვით პრობლემატურ ადგილებზე დღეში 3–ჯერ. მისი რეგულარული გამოყენება მალევე მოგცემთ სასურველ შედეგს

  • შაქარი

რაციონიდან ამოიღეთ ტკბილი წვენები, გაზიანი სასმელები და ნებისმიერი საკვები, რომელმაც გაიარა სამრეწველო პროცესი. შაქრის მიღება და მითუმეტეს ბევრის მიღება იწვევს იმუნური სისტემის დაქვეითებას და ხელს უწყობს კისტების გაჩენას.

  • ჰიგიენა: ყოველდღე გაისუფთავეთ პრობლემატური ადგილები ნატურალური ანტისეპტიკით ან ანტიბაქტერიული საპნით, რადგან ასე თავიდან აიცილებთ ინფექციის შეჭრას.
  • ჩაის ხის ზეთი

ჩაის ხის ზეთის გამოყენება ამ შემთხვევაში ძალიან სასარგებლოა, რადგან ის ინფექციების და ბაქტერიების მოსაშორებლად ეფექტური საშუალებაა. წაისვით ყოველდღე, დღეში 2–ჯერ თხელი ფენა პრობლემატურ ადგილებზე, იქამდე სანამ ბოლომდე არ გაქრება ცხიმოვანი კისტები.

  • მცენარეული ჩაი

გირჩევთ ოროვანდის ფესვის ან წითელი სამყურას ჩაის, რადგან მათ ორგანიზმიდან ეფექტურად გამოაქვთ ტოქსინები. მათი მიღება კი ყოველდღიურად შეგიძლიათ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია