გაგანიერებული ვენების წინააღმდეგ გთავაზობთ ხალხური მედიცინის გასაოცარ რეცეპტებს!! რომლებიც საკუთარი გამოცდილებით ყველაზე კარგი შედეგის მქონეა

1067

გაგანიერებული ვენების წინააღმდეგ გთავაზობთ ხალხური მედიცინის გასაოცარ რეცეპტებს!! რომლებიც საკუთარი გამოცდილებით ყველაზე კარგი შედეგის მქონეა

მაწუხებს გაგანიერებული ვენები. როგორც კი დაცხება, ფეხები ადვილად მეღლეგა, მტკივდება, მეუფლება სიმძიმის შეგრძნება. ხალხურ მედიცინაში მივაგენი რამდენიმე რეცეპტს, რომელთაგან ყველაზე კარგი შედეგის მქონეთ (საკუთარი გამოცდილებით) მკითხველებს ვთავაზობ.

250 გ გარჩეულ, გახეხილ ნიორს დაასხით 350 გ თაფლი, საგულდაგულოდ აურიეთ და 1 კვირით დააყენეთ. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 2 თვეა. ეს წამალი ააქტიურებს ვენათა ფუნქციებს. მისი მიღებისას გაითვალისწინეთ: გაგანიერებული ვენების სიგანე კანის ზედაპირზე არ უნდა აღემატებოდეს 5 მმ-ს, ვენური კვანძების დიამეტრი კი 6-7 მმ-ს.

ვენებს გამძლეობას მატებს სვიის გირჩების ნახარშიც: 1 სადილის კოვზ დანაწევრებულ გირჩას უნდა დაასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, ჩადგათ მდუღარე წყლის აბაზანაში 5 წუთით. უნდა სვათ ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ დღეში ორჯერ, ჭამამდე. სვიას სუსტი ძილის მომგვრელი თვისება აქვს, ამიტომ მეორედ მისი მიღება ძილის წინ ჯობს. ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ და აღარც ზაფხულის დადგომისა მეშინია. გირჩევთ, სცადოთ.

ექიმის კომენტარი: ნიორი ცნობილია ხალხურ მედიცინაში როგორც ბაქტერიოციდული, ანტიანთებითი, ანტივირუსული, ანტიპარაზიტული, ნაღველმდენი ეფექტის მქონე მცენარე. ნიორი ნახველის გამათხელებელი და ამოსახველებელი საშუალებაცაა. იგი ასტიმულირებს გულის მუშაობას, აფართოებს კორონალურ სისხლძარღვებს. ნივრის პრეპარატები გამოიყენება ნაწლავებში დუღილისა და ლპობის პროცესების დასათრგუნად, აგრეთვე, ღვიძლის, ზემო სასუნთქი გზების დაავადებების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქოექტაზიური დაავადებების, პნევმონიის, ზოგჯერ ბრონქული ასთმის დროს. ნიორი გამოიყენება პროფილაქტიკისათვის გრიპის ეპიდემიისას, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიული დაავადებისა და გულის ნევროზის პროფილაქტიკისთვის

მოქ ზედაპირული ვენების პათოლოგიის დროს ნივრის დადებითი თრომბწარმოქმნის საწინააღმდეგო ეფექტს, აგრეთვე ათეროსკლეროზის საწინააღმ- დეგო და სისხლძარღვთა კედლის სტრუქტურის მასტაბილიზებელ ეფექტს. სვია მრავალწლიანი, ხვიარა ბალახოვანი მცენარეა. ყვავილობს ივნის-აგვისტოში ნაყოფი მწიფდება ივლის-სექტემბერში. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული, ამრავლებენ კიდევაც ბოსტნებსა და საბაღე ნაკვეთებში ლუდის გამოსახდელად, სამრეწველო მიზნებისათვის.

სამკურნალოდ გამოიყენება მდედრობითი გირჩები. მათ აგროვებენ ხელით, გლეჯენ 2 სმ-ის სიგრძის ყუნწით, სიმწიფის პერიოდში, როდესაც გირჩები მოოქროსფრო-მწვანეა. შემოსულ გირჩებს სწრაფად ახმობენ ჩრდილში, მზისგან დაცულ ადგილას. შეიცავს მწარე ნივთიერება ლუპუოინს, ეთერზეთს, რომლის შემადგენლობაში შედის მირცენოდი, ჰუმულენი, ფარნეზენი. გარდა ამისა, გირჩებში ნაპოვნია ალკალოიდი ჰუმულინი, ჰორმონები, ქლოროგენის, ვალერიანის მჟავები, ფლავონური გლიკოზიდები, საღებავი, ფისოვანი ნივთიერებები, ვიტამინები და სხვა. გირჩებში არსებული ლიპულინი დამამშვიდებელ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ფლავონოიდები, ჰორმონები და ვიტამინები განაპირობებენ მის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, კარგად მოქმედებენ წყლულოვან დაავადებებზე, ამაგრებენ კაპილარებს. მათ გააჩნიათ აგრეთვე ჰიპოსენსიბილური და ტკივილგამაყუჩებელი თვისება. არის ცნობები იმის შესახებ, რომ გირჩებს ახასიათებთ ესტროგენური აქტივობა. გირჩებისაგან დამზადებული ექსტრაქტები ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკასა და დერმატოლოგიურ პრაქტიკაში.

გირჩებისაგან დამზადებული ნაყენებითა და ნახარშებით იბანენ თავს ადრეული გამელოტებისა და ქერტლის საწინააღმდეგოდ. ნაყენების და ნახარშების საფენები გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, დაჟეჟილობის, ნიკრისის ქარის რევმატიული ტკივილების, წყლულების, ეგზემის, კანის ანთების დროს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გირჩები შხამიანია და მისი ნაყენის დიდი დოზით მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს პირღებინება, ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, დამტვრეულობისა და საერთო სისუსტის გრძნობა.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია