კომბოსტოს ხშირი მოხმარებით თქვენ სრულიად დაივიწყებთ მსხვილი ნაწლავის პრობლემებს

2259

კომბოსტოს ხშირი მოხმარებით თქვენ სრულიად დაივიწყებთ მსხვილი ნაწლავის პრობლემებს

ბუნებაში არსებობს უამრავი სასარგებლო ხილი თუ ბოსტნეული, რომელთა სასარგებლო თვისებების შესახებ არ ვიცით. კომბოსტო ერთ-ერთი მათგანია. მის შემადგენლობაში არაერთი ჩვენი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ვიტამინია. მას აქვს C ვიტამინის მაღალი შემცველობა, იმდენად მაღალი, რომ მას შეუძლია ბევრ ციტრუსთან შედარებით უკეთესი შედეგი მოგვცეს.

ისინი, ვინც ხშირად მოიხმარს კომბოსტოს, უფრო ნაკლებად აწუხებთ მსხვილი ნაწლავის კიბო, რაც მიანიშნებს მის ძლიერ ეფექტზე.

მეორეს მხრივ, კომბოსტოს აქვს ელემენტები, რომლებიც წარმოუდგენელი გზებით აჩქარებს ჩვენს მეტაბოლიზმს. ნივთიერებებით, რომლებიც სასარგებლოა ესტროგენის მეტაბოლიზმისთვის, იდეალურია ქალებისათვის, რადგან ამცირებს საკვერცხის, საშვილოსნოს და ძუძუს კიბოთი დაავადებულთა რისკს.

კომბოსტოს უპირატესობები:

კომბოსტო არაჩვეულებრივია როგორც შარდმდენი საშუალება. ის ეხმარება

  • შაქრიანი დიაბეტის,
  • სიმსუქნის,
  • გულსისხლძარღვთა დაავადებების და
  • შარდმჟავას პრობლემების მკურნალობასა და დროულ პრევენციას.

კომბოსტო ეხმარება რევმატიზმსა და ართრიტის პრობლემის მოგვარებას. ხელს უწყობს ჩვენი საჭმლის მომნელებელ სისტემას და ნაწლავის ფლორას.

თუ სხეულის გარეთ პრობლემა გაქვთ, შეგვიძლია კომბოსტოს ფოთლები გამოვიყენოთ, რომ გავათავისუფლოთ სხეული ტკივილისაგან.

კომბოსტოს გამოყენების გზები:

სისხლჩაქცევების დროს: აიღეთ კომბოსტოს სუფთა ფოთლები და  შეიზილეთ მტკივნეულ ადგილას.  მისი ეფექტურობა ასევე შესამჩნევია სახსრების ტკივილის დროს.

ფარისებრი ჯირკვალი: კომბოსტოს წყალობით შეგიძლიათ მოაწესრიგოთ ფარისებრი ჯირკვალი. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ კომბოსტოს 2 ფოთლის დადება ყელისა და კისრის არეში, ნახავთ თუ როგორ უმჯობესდება და ცხრება ფარისებრი ჯირკვალი.

თავის ტკივილი: თუ სტრესით, ძილის ნაკლებობით ან დაღლილობით გამოწვეული თავის ტკივილს იგრძენით,  დაიდეთ კომბოსტოს რამდენიმე ფოთოლი თავზე და ნახავთ, რომ ტკივილი გაქრება.

სარძევე ჯირკვლის ტკივილი ძუძუთი კვების დროს: ხშირ შემთხვევაში, როდესაც მშობიარობის შემდეგ ქალის მკერდში იწყება რძის ჩადგომა, ჩვილი ვერ ასწრებს მის გამოწოვას. ამის შედეგად რძე იწყებს გამაგრებას და შესაბამისად მკერდიც მკვრივდება. ეს ძალიან მტკივნეულია. ამან შეიძლება სიცხეც კი გამოიწვიოს. დაიდეთ კომბოსტოს ფოთოლი გამაგრებულ მკერდზე. ის მაშნვე დაიწყებს მოქმედებას და ტკივილიც შემსუბუქდება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია