კარკადეს შეუფასებელი მნიშვნელობა ადამიანის ორგანიმისთვის

1738

კარკადეს შეუფასებელი მნიშვნელობა ადამიანის ორგანიმისთვის

კარკადე, სამკურნალო თვისებებით ნებისმიერ სხვა სასმელზე ეფექტურია.

აძლიერებს სისხლძარღვებს, ამცირებს სისხლის წნევას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ანტიბაქტერიული საშუალებაა, დადებითად მოქმედებს ღვიძლსა და კუჭქვეშა ჯირკვალზე. ანტიალერგიულია, ალკოჰოლის ზემოქმედებისას დამცავ ფუნქციას ასრულებს.

სასმელი ცივ მდგომარეობაში წნევას ადაბლებს, ხოლო თუ ცხელს დალევთ მაღლა აიწევს.

აუმჯობესებს აზროვნებას, მოგიხსნით თვალების დაღლილობას, წმენდს ორგანიზმს.

ნუ ადუღებთ კარკადეს წყალთან ერთად. თუ გსურთ კარკადემ შეინარჩუნოს ყველა სამკურნალო თვისება, ჯერ წყალი აადუღეთ და მხოლოდ შემდეგ ჩაყარეთ კარკადეს რამდენიმე ყვავილი.

კარკადეს დალევა ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი, როგორც ცხელ, ისე ცივ მდგომარეობაში.

კარკადეს შემადგენლობაში შემავალი ფლავონოიდები აძლიერებს ანტოციანების მოქმედებას და ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, გამოყოფს ნივთიერებათა ცვლის უსარგებლო პროდუქტებს, ასტიმულირებს ნაღვლის წვენის გამოყოფას, ზრდის ღვიძლის დამცველობით ფუნქციას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.

სასარგებლოა ამ მცენარის დამბალი ფურცლების ჭამაც. მათში 7,5%-დან 9,5%-მდე ცილაა, რომელთა შემადგენლობაში შედის 13 ამინმჟავა, 6 - შეუცვლელი.

კარკადეს ჩაის მომზადება მარტივია. კარკადეს ფურცლები უნდა მოვათავსოთ ადუღებულ ცხელ წყალში და ნელ ცეცხლზე გავაჩეროთ დაახლოებით ერთი წუთი. მისი ადუღებამდე მიყვანა აუცილებელი არ არის, შესაძლებელია უბრალოდ გავაჩეროთ მდუღარე წყალში 15 წუთი და შემდეგ მივირთვათ.

200 მლ წყალზე საჭიროა 2 ჩ/კ კარკადეს ფურცლები. კარკადეს ჩაის დიდ ხანს დუღილი სასურველი არ არის, რადგან  დუღილის დროს მცირდება მისი სასარგებლო თვისებები. უმჯობესია მივირთვათ უშაქროდ და არ შევცვალოთ მისი არაჩვეულებრივი არომატი შაქრით. სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია შაქრის დამატება.

კარკადეს ცივი ჩაი ანალოგიურად მზადდება, უბრალოდ მივირთმევთ ცივს, შესაძლებელია სურვილისამებრ ყინულების დამატება. ზაფხულში კარკადეს ცივი ჩაი არომატული და სასარგებლო არჩევანია. კარკადეს ცივ ჩაის განსხვავებულ არომატს ძალიან უხდება პიტნა, დარიჩინი ან ფორთოხალი. მისი მიღება დღის მეორე ნახევარშიც არის შესაძლებელი, რადგან არ შეიცავს კოფეინს და არ აუარესებს ძილს.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია