ისპანახის წარმოუდგენელი სარგებელი! ვინ და რატომ უნდა მიირთვას ეს საოცარი მცენარე

538

ისპანახის წარმოუდგენელი სარგებელი! ვინ და რატომ უნდა მიირთვას ეს საოცარი მცენარე

შესაძლოა ბევრა არ იცოდეს, თუმცა გვინდა აღვნიშნოთ, რომ ისპანახი სუპერ პროდუქტია, რომელიც საკმაოდ ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს. ტყუილად არ რთავენ სპორტსმენების რაციონში, რომლებიც ფიზიკურ ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევენ.

ფოთლოვან ბოსტნეულს საკმაოდ სპეციფიკური გემო აქვს, მაგრამ მისი რეგულარულად მოხმარება ჩვევად უნდა გქონდეთ. ადამიანის ჯანმრთელობაზე ისპანახის სარგებლის გადაჭარბება შეუძლებელია. სწორედ ამიტომაც დღევანდელ სტატიაში გვინდა გიამბოთ რომელი ფორმით უფრო სასარგებლოა ისპანახის მიღება!

მაშ, რა სარგებელი აქვს ისპანახს ადამიანის ჯანმრთელობისთვის? – ფოთლოვანი მცენარე სასარგებლო ნივთიერებებით საკმაოდ მდიდარია, რითაც ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. და მაინც საინტერესოა რითაა სასარგებლო ისპანახი?

- ისპანახის რეგულარული სახით მიღება  კუნთოვანი მასის ზრდას ხელს უწყობს ხელს. მცენარე ამინომჟავებითაა მდიდარია, ამიტომ იგი კუნთების იდეალური საშენი მასალაა.

- ამავდროულად იგი კანის და თმის მდგომარეობას აუმჯობესებს. ისპანახი ორგანიზმს ამდიდრებს რკინით, რომლის დეფიციტი გამელოტებას იწვევს. ეს ნივთიერება თმის ზრდის ხარისხს ზრდის და სკალპში სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს

- და ბოლოს იგი მამაკაცებში ჰორმონალურ ფონს აწესრიგებს. ისპანახის რეგულარული მიღება ტესტოსტერონის გამომუშავებას ზრდის.

აქვე არანაკლებ მნიშვნელოვანი შეკითვაა, თუ რომელი ისპანახი ავირჩიოთ – არსებობს მოსაზრება, რომ გაყინული ისპანახი სასარგებლო თვისებებს კარგავს. სინამდვილეში, ასე არაა. მცენარე თერმოდამუშავების დროსაც სასარგებლო ნივთიერებებს მაქსიმალურად ინარჩუნებს. გალღობილი ისპანახიც ორგანიზმისთვის ღირებული პროდუქტია. მისი შენახვა და შემდეგ კერძებში დამატება ძალიან მოსახერხებელია.

ცომეულიც კი ასეთი შიგთავსით შეუდარებელი გამოდის. ახალი ახალგაზრდა ფოთლები სალათებს დაუმატეთ ან სოუსის და სმუზის ბაზად გამოიყენეთ. ფერადი და გემრიელი გამოვა! მოწიფული ფოთლები, რომლებიც შედარებით უხეშია, ორთქლზე მოამზადეთ ან ხორცთან ერთად მოშუშეთ. საოცარი არომატი გარანტირებულია!

თუ ადრე თირკმლებში კენჭები არ გქონიათ, ძლიერი ალერგიული რეაქციები და პოდაგრის ართრიტი არ გაწუხებთ, ისპანახი რაციონში თამამად ჩართეთ. ეს ერთადერთი უკუჩვენებაა. ამ პროდუქტის ჩართვით მენიუ გაამრავალფეროვნეთ. ორგანიზმი კი მადლობას გეტყვით!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია