ნიღბები ყავისგან, რომლებიც დაგვეხმარება ვიყოთ უფრო ლამაზები

1009

ყავა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი დიდი ხნის წინ გახდა, ბევრი ჩვენგანი დღის დასაწყისს ვერ წარმოიდგენს მის გარეშე. ყველასათვის ცნობილია, რომ ყავა არა მარტო სასმლის სახით გამოიყენება, არამედ კოსმეტოლოგიაშიც დიდი ადგილი უკავია. ეს პროდუქტი რიგ სასარგებლო თვისებებს ატარებს: სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, გაახალგაზრდავება, საჭმლის მონელების დაჩქარება, დამჭკნარი კანის აღდგენა, ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის გამოდევნა, მატონიზირებელი და ანტიცელულიტური ეფექტი.

4 DIY Coffee Skincare Recipes — Posh Lifestyle & Beauty Blog

ნაზი კანი და გათანაბრებული ფერი

  • ქოქოსის კარაქი და დაფქული ყავა ერთი და იგივე რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს, დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ასეთი პროცედურის ჩატარება სასურველია კვირაში ორჯერ.
  • ყავა - საუკეთესო სკრაბი, რომელსაც შესწევს კანის გაწმენდის უნარი და მკვდარი უჯრედების მოცილება ზედაპირიდან. უწყობს ხელს უჯრედების განახლებას, ააქტიურებს სისხლის ცირკულაციას. ქოქოსის ზეთი გამაახალგაზრდავებელი ეფექტით ცნობილია და კანს კვებავს ამავდროულად. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ეს ორი ინგრედიენტი ერთად კი ეფექტურ ნიღაბს წარმოადგენს.How To Use Coffee For Skin Whitening - Get Spotless White Skin

მკვეთრი ფერი და თმის ბზინვარება

3 სუფრის კოვზი დაფქული ყავა, 10 მილიგრამი წყალი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სუფრის კოვზი რომი და 2 კვერცხის გული აურიეთ ერთმანეთში. მიღებული ნიღაბი დაიტანეთ თმაზე, შეიზილეთ თმის ძირებსა და მთელ სიგრძეზე. შეიფუთეთ თავი პოლიეთილენით, ხოლო 15 წუთში ჩამოიბანეთ. ამის შემდგომ შეგიძლიათ გადაივლოთ მცენარეების ნახარშიც. ასეთი მეთოდი თმას მკვეთრ ფერსა და ბზინვარებას ანიჭებს, რომელიც განსაკუთრებით უხდება მუქი შეფერილობის მქონე გოგონებს. აგრეთვე ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდის პროცესს.

 

თმის ცვენის საწინააღმდეგოდ

წამოადუღეთ მწარე ყავა და ჩამოიბანეთ მისი მეშვეობით თმა. დაიტოვეთ ნიღაბი რამდენიმე წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ. კოფეინი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს ფოლეკულებამდე და აძლიერებს თმის ფესვებს. ეს ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ საუკეთესოა.

ლამაზი სხეული

  • 5 სუფრის კოვზი კოფეინის ნალექი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, რამდენიმე წვეთი ეთერზეთი ილანგ-ილანგი ან ჟოჟობა - დაიტანეთ მიღებული ნაზავი სხეულზე, გაიჩერეთ 5 წუთით და შემდგომ ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ დაიტენიანეთ ტანი რძის მეშვეობით, ლოსიონით ან საცხით.
  • ყავა არა მარტო საუკეთესო სკრაბია, არამედ სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ებრძვის ცელულიტს. ასე რომ, თამამად მოუყარეთ თავი ყავის ნალექს და მოიწესრიგეთ კანი.

თვალის ქვეშ არსებული ტომრების წინააღმდეგ

BEAUTY DIY: COFFEE EYE MASK TO GET RID OF DARK CIRCLES

  • თავიდან დაიტანეთ დამატენიანებელი საცხი თვალის გარშემო, გაიჩერეთ 20 წუთით. გააცივეთ ახლად წამოდუღებული ყავა, დაასველეთ ბამბის დისკები და დაიწყვეთ თვალებზე 15 წუთით.
  • ამ კომპრესების ეფექტურობა სწორედ ყავაში მდგომარეობს, რომელიც სისხლის ცირკულირებას უწყობს ხელს.

მოვლილი ხელებისთვის

Coffee for skin and hair: 8 benefits and how to use it

10 გრამ დაფქულ ყავას 3 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი და 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი შეურიეთ. მოამზადეთ აბაზანა ზღვის მარილების მეშვეობით და მოათავსეთ ხელები. შემდეგ დაიტანეთ ყავის ნიღაბი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ პროცედურის შემდეგ თქვენი ხელები ზამთრის დღეებს თამამად გაუმკლავდება და თავიდან აირიდებთ გამომშრალ კანს.

ნაზი ტუჩები

შეურიეთ 0.5 ჩაის კოვზ ყავის ნალექს თაფლი, საცხის კონსისტენციის მიღებამდე. მიღებული სკრაბით მსუბუქად დაიმუშავეთ ტუჩები. გაიჩერეთ 5-7 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ასეთი მეთოდი თქვენს ტუჩებს მეტ სინაზეს შემატებს 10 წუთში. აგრეთვე შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი Е ვიტამინი.

პრიალა ფეხის ქუსლები

დაგჭირდებათ 4 სუფრის კოვზი ყავის ნალექი, გახეხილი ბანანი, 10 მილიგრამი ზეითუნის ზეთი და მწიკვი ზღვის მარილი. შეურიეთ ეს ინგრედიენტები და დაიტანეთ ფეხის ქუსლებზე. გაიჩერეთ 10 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. დაიტანეთ დამატენიანებელი საცხი.

მუწუკების წინააღმდეგ

წამოადუღეთ ძლიერი ყავა, დაუმატეთ 0.5 ჩაის კოვზი ალოეს წვენი, დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი საცხი. ასეთი ნიღაბი არასასურველ მუწუკებს აგარიდებთ თავიდან, ალოეს წვენის ნაცვლად კი შეგიძლიათ ჩაის ხის ზეთი გამოიყენოთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია