მარტივი მეთოდი, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან დილით პირის ღრუს ცუდი სუნი

1253

დილით პირის ღრუში უსიამოვნოს სუნის გაჩენას მარტივი მეთოდით თავიდან აიცილებთ – დაძინებამდე 3 საათით ადრე ჭამაზე უარი თქვით.

ადამიანები, რომლებიც საღამოს გვიან ჭამენ, ღამით კუჭს ძლიერ ტვირთავენ. საჭმლის მონელების დროს ლოგინის ბრტყელ ზედაპირზე სხეულის მდებარეობა კუჭის წვენის საყლაპავში მოხვედრას ხელს უწყობს, რაც პირის ღრუში უსიამოვნო სუნს იწვევს.

ამრიგად, დილით პირის ღრუში ცუდი „არომატის“ მოშორების მეთოდი შეიძლება მარტივი იყოს. აი, სპეციალისტის რჩევა: დაძინებამდე 3 საათით ადრე არაფერი აღარ შეჭამოთ, ასე კუჭი საჭმლის მონელებას მოასწრებს მანამ, სანამ თქვენ ლოგინში დაწვებით.

დილით პირის ღრუს უსიამოვნო სუნი ხშირად გხვდება ცხვირის სინუსების ქრონიკული დაავადებების (ანთება) მქონე ადამიანებში. ისინი ძილის დროს პირიდან სუნთქვას იწყებენ და არა ცხვირიდან. სწორედ ამიტომ, თუ დილით ცუდი სუნთქვა ხშირი მოვლენა ხდება, პრობლემა გამოიკვლიეთ და ოტოლარინგოლოგთან კონსულტანცია გაიარეთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია