რა იწვევს თავის ტკივილს და როგორ დავაღწიოთ ამ პრობლემას თავი სახლის პირობებში?
თავის ტკივილს იწვევს ნერვული დაბოლოებების - ე.წ რეცეპტორების გაღიზიანება, რომელიც მოთავსებულია თავის ქალას შიგნით და გარეთ: მსხვილი სისხლძარღვების კედლებში, ვენურ სინუსებში, ტვინის მაგარ გარსში, ძვლისსაზრდელაზე, კუნთებსა და მყესებში, კანქვეშა ქსოვილში, თვალში, ცხვირის დანამატ ღრუებსა და ლორწოვანში.
აგრეთვე, თავის ქალადან გამოდიან მგრძნობიარე ნერვები (მაგ. სამწვერა), რომელთა გაღიზიანება აგრეთვე იწვევს ძლიერ ტკივილს.
გაღიზიანების შემდეგ ეს რეცეპტორები ნერვული ბოჭკოების გავლით აგზავნიან სიგნალს თავის ტვინში, სადაც ხდება ინფორმაციის გადამუშავება და აღქმა ტკივილის სახით. ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს:
- სისხლძარღვების სპაზმის, გაფართოების ან დაჭიმვის შედეგად,
- ვენური სინუსების დაჭიმვის ან გადანაცვლების დროს,
- თავის ტვინის ნერვების კომპრესიის, დაჭიმვის ან ანთების დროს,
- თავისა და კისრის კუნთებისა და მყესების ტრავმის, გადაძაბვის ან ანთების დროს,
- მაგარის გარსის გაღიზიანებისას ქალასშიდა წნევის მომატებისას.
- რა დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები ხასიათდება თავის ტკივილით?
უმრავლეს შემთხვევაში თავის ტკივილი არის სიმპტომი, რომელიც ავლენს ორგანიზმზე მავნე ზემოქმედებას ან ფარულ პათოლოგიას, რაც საჭიროებს დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
თუ თავი სახლში ყოფნისას აგტკივდათ, გაითვალისწინეთ, რომ მის დასამარცხებლად ძალიან კარგი საშუალებაა ცხელი აბაზანა.
თუ გინდათ, რომ თავის ტკივილმა არ შეგაწუხოთ, დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი, რადგან ამ ჩივილის ერთ-ერთი გამომწვევი – ორგანიზმის ასეთ ვითარებაში სისხლის ნაკადის მიწოდება ტვინამდე, ნელდება.
როგორც კი თავის ყრუ ტკივილის იგრძნობთ დალიეთ ერთი ჭიქა ცივი წყალი. თუ ტკივილი დეჰიდრატაციით არის გამოწვეული, ის რამდენიმე წუთში გაივლის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად დღის განმავლობაში რვა ჭიქა წყალი მაინც უნდა მიიღოთ.
წყლის მიღება განსაკუთრებით აუცილებელია ალკოჰოლის მოხმარების შემდეგ, რადგან ნაბახუსევმა შესაძლოა, სხეულის გამოშრობა გამოიწვიოს. დაისხით ერთი ჭიქა უბრალო ცივი წყალი და დალიეთ აუჩქარებლად, დაახლოებით 15-20 ყლუპით. შემდეგ რამდენიმე წუთით მოდუნდით და ტკივილი ძალიან მალე გაგივლით.
თავის ტკივილი ყოველთვის არ მოითხოვს სამედიცინო ჩარევას. გარდა წყლისა, არსებობს არაერთი სხვა საშუალება, რომლითაც შეგიძლიათ, ტკივილს წამლის გარეშეც მოერიოთ. უშუალოდ ტკივილის დროს შეგიძლიათ, თავი და კისერი კარგად ჩაითბუნოთ, მიიღოთ ცხელი შხაპი, დაიდოთ ცხელი სათბური, რადგან სითბო დაჭიმულ კუნთებს მოდუნებაში ეხმარება.
თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგჯერ ყინულის დადებაც ეფექტურია – რადგან, მას გამაბუჟებელი ეფექტი აქვს და შესაძლოა, ტკივილის შეგრძნება გააყუჩოს.
ძლიერი თავის ტკივილის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ თაფლი. მიიღეთ ის ყოველი ჭამის შემდეგ ორი ჩაის კოვზის ოდენობით. თავის ტკივილის შეჩერების შემდეგაც შეჭამეთ კიდევ ერთი სუფრის კოვზი თაფლი, ორგანიზმი მას სწრაფად ითვისებს და ხშირად თავის ტკივილი თაფლის მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ ქრება.
თუ თავის ტკივილი მაინც არ მოგეხსნათ, კიდევ ერთი სუფრის კოვზი თაფლი შეჭამეთ. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ორგანიზმზე და თავის ტკივილსაც შველის.
თავის ტკივილთან ბრძოლის ძალიან ეფექტური საშუალებაა ლავანდის ზეთი. ის, ზოგადად, არაჩვეულებრივი დამამშვიდებელი საშუალებაა. საშუალო ზომის ჯამში ჩაასხით ცხელი წყალი და დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ზეთი.
აიღეთ პირსახოცი და ამ სითხით დაასველეთ, დაიდეთ თავზე. ისუნთქეთ ღრმად და დახუჭეთ თვალები. შეგიძლიათ, ლავანდის ზეთი გამოიყენოთ მასაჟის საშუალებითაც. საფეთქლის არეში ზეთიანი თითებით გაიკეთეთ მსუბუქი, წრიული მოძრაობები.