დღეგრძელობის ელექსირი – რაში მდფომარეობს მისი საიდუმლო?

1618

დღეგრძელობის ელექსირი - რაში მდფომარეობს მისი საიდუმლო?

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა: უკვე 15 წელია, წელიწადში ერთხელ ვიტარებ სიცოცხლის
გამახანგრძლივებელ თერაპიას და კმაყოფილი ვარ.

რამდენი ხნის სიცოცხლე დამრჩენია, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის,
მაგრამ ელექსირის მიღების შემდეგ თავს ისე კარგად ვგრძნობ, მართლა მგონია, რომ
გავახალგაზრდავდი.

რეცეპტი მარტივია:

აიღეთ 30 გრამი ხმელი ჭინჭარი და დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი. გააჩერეთ 10 დღე. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში რამდენიმეჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე და ძილის წინ, — ვიდრე არ გათავდება. ეს იქნება სრული კურსი.

ხმელი ჭინჭრის ნაყენიც კარგია, მაგრამ მაინც ვცდილობ, ახალშემოსულისგან მოვამზადო:

ვიღებ 200 გრამ ქორფა ჭინჭარს და ამდენივე არაყს. ერთ დღეს მზეზე ვტოვებ, მერე კი სიბნელეში ვდგამ.

ნაყენი მთელი წლის განმავლობაში მშვენივრად ინარჩუნებს სამკურ-
ნალო თვისებებს. ვფიქრობ, მისი ეფექტი ეფუძნება ვიტამინებისა და იმ ნივთიერებების შემცველობას, რომლებიც განსაკუთრებით კარგად წმენდს სისხლს და მთელ ორგანიზმს.

სასურველია, კურსის დაწყებამდე და დაწყებიდან ერთი კვირის თავზე გაიკეთოთ კოა-გულოგრამა — ანალიზი სისხლის შემდედებელი სისტემის მდგომარეობის გამოსავლენად.

თუ სისხლის შედედების უნარი მომატებული გაქვთ, ნაყენი კვირაზე მეტხანს არ უნდა მიიღოთ. თუ კვირის თავზე ანალიზმა ცვლილებები აჩვენა, 2 კვირა უნდა შეისვენოთ და შემდეგ ერთკვირიანი კურსი გაიმეოროთ.

ასევე წიწაკა ჩილის მიღებით შესაძლებელია სიცოცხლის გახანგრძლივება. წიწაკა ნებისმიერი სახითაა ეფექტური. ამას ამტკიცებენ ჩინელი მკვლევარები, რომელთაც ამ სფეროში ყველაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარეს.

მასში მონაწილეობა მიიღო 30-79 წლამდე  500000-მა ადამიანმა. ცდის პირები, რომლებიც აქტიურად ღებულობდნენ წიწაკას, იშვიათად ავადობდნენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ონკოლოგიური დაავადებებითა და გრიპით.

წიწაკის საიდუმლო კომპონენტ კაპსაიცინშია. მას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ასევე ამცირებს ტკივილს. ამასთან ამ ნაერთს გააჩნია გამაღიზიანებელი თვისება, რაც წიწაკას საშუალებას აძლევს მასობრივად გაანადგუროს ავთვისებიანი უჯრედები.

აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია