დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული მდგომარეობა და მისი გამოსწორების გზები!!
Შენიშვნა!
ალბათ უცხო არავისთვის არ იქნება თუ ვიტყვით რომ სხეულის მდგომარეობის ცუდმა პოზამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობები, როგორიცაა სუნთქვის პრობლემები, მხრის ტკივილი, ზურგის ტკივილი, თავის ტკივილი და კისრის პრობლემებიც კი. მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად ებრძვის ამ ტიპის პრობლემებს, რის გამოც გადამწყვეტია იმის გაგება, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ცუდმა პოზამ და როგორ შეგიძლიათ მისი გამოსწორება.
კუნთების დაღლილობა:
სწორი ზურგი საუკეთესო საშუალებაა შესანიშნავი სხეულის პოზის შესანარჩუნებლად, მაგრამ რაც უფრო მეტად დაატანთ ძალას ზურგს და მუდმივად "გაჭიმული" გექნებათ ხერხემალი, ამ ყოველივემ დგომარეობა შესაძლოა უფრო გაართულოს. ანუ რას ვგულისხმობთ ამაში, ამ დროს ზურგის კუნთები საბოლოოდ ძალიან დაიღლება და ეს კი გამოიწვევს მხრების და ხერხემლის დაცემას. ამ პრობლემის გადასაჭრელად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა პოზიციების ხშირი შეცვლა, არაა საჭირო მუდმივად მხრებში "გაჭიმული" იყოთ.
დაბერების პროცესი: რაც უფრო გემატებათ ასაკი, ნელ ნელა ყველაფერი იწყებს ცვეთას. ეს მოიცავს თქვენს კუნთებსაც. იმის გამო, რომ სხეულის კარგი პოზა დაფუძნებულია კუნთების სიძლიერეზე, ასაკთან ერთად, თქვენი პოზა შეიძლება გაუარესდეს. დაბერების პროცესის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა კი ისაა, რომ დარწმუნდეთ საკმარისად კაგად ვარჯიშობთ თუ არა ყოველდღე!
ჭარბი წონა: ამანაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ჭარბი წონა გამოიწვევს თქვენი სხეულის (წელის არის) ხერხემლის წინ გადაწევას. ამ ტიპის პრობლემასთან ბრძოლის ერთადერთი გზა ჯანსაღი დიეტის დაცვა და ვარჯიშის სწორი რეჟიმია.
მემკვიდრეობითი პრობლემები: სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც იბადებიან ისეთი პირობებით, როგორიცაა სქოლიოზი, არათანაბარი კიდურები და სხვა დეფორმაციები. ეს მდგომარეობები დედისგან გადაეცემა და სრულად მემკვიდრეობითი შესაძლოა იყოს.
მანამდე არსებული ან ახლა მიმდინარე დაზიანებები: თუ წარსულში დაიზიანეთ ზურგი ან ხერხემალი, შესაძლებელია ამან გამოიწვიოს სხეულის ახლანდელი ცუდი პოზიცია და ხერხემლის პრობლემები. ამიტომ ყოველთვის იყავით ყურადღებით და არ უგულებელყოთ მცირედი ტრამვებიც კი!