შეამოწმეთ საკუთარი თავი! ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის 12 სიმპტომი

927

ჰიპოთირეოზი– ორგანიზმის საერთო მდგომარეობაა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტითაა გამოწვეული. მას უმეტესად ქალებში ვხვდებით. დიაგნოზის დასმა რთულია, რადგან დაავადება თავიდან თითქმის სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. ხშირია შეცდომა, როდესაც ძილიანობას, მოთენთილობას, სისუსტეს -ავიტამინოზს მიაწერენ და არა ჰიპოთირეოზს.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მოქმედებენ ყველა ორგანოს მუშაობაზე, ამიტომაცაა ასეთი მნიშვნელოვანი მისი პრობლემების გამორკვევა და მკურნალობის დროულად დაწყება.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სიმპტომები:

მოწყენილობა და დეპრესია

ჰორომონების არასაკმარისი გამომუშავება ხშირად ხდება ასეთი მდგომარეობის მიზეზი. ეს ჰორმონები პირდაპირ კავშირშია თავის ტვინში სეროტონინის გამომუშავებასთან.
ჰორმონების ნაკლებობას შეუძლია გაგვხადოს აგრესიულებიც, დაძაბულები და შფოთიანები.

ფაღარათი

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

ძილიანობა

ჰიპოთირეოზით დაავადებულ ადამიანს შეუძლია დღე-ღამეში 12 საათი ეძინოს და მიუხედავად ამისა, მაინც დაღლილობას გრძნობდეს. გამუდმებული დილის სისუსტე და ძილიანობა საკმაოდ საგანგაშო სიგნალია.

თმის ცვენა და კანის სიმშრალე

შენელებული ნივთიერებათა ცვლის გამო, რასაც ჰორმონული დისბალანსი იწვევს, თმა და კანი ვერ იღებს საკმარის საკვებს, ამას კი მდგომარეობის გაუარესებასთან მივყავართ. კანის ღია ფერი, ზოგჯერ ყვითელიც კი, ჰიპოთირეოზის სიმპტომს წარმოადგენს


უმიზეზოდ წონაში მატება

ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია. ასეთ დროს წონაში კლების ყველა მცდელობა უშედეგოა.

ლიბიდოს დაქვეითება

ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები სქესობრივ ჰორმონებზეც იწვევს გავლენას.


კუნთების ტკვილი, კრუნჩხვები

ჰორმონების მცირე რაოდენობას მივყავართ იმ ნერვების დაზიანებამდე, რომლებიც გზავნიან ტვინის სიგნალებს დანარჩენ ორგანიზმში, აქედანაა გამოწვეული სპაზმები და კუნთის ტკივილი.

გულის არითმია

გულის რითმის დარღვევა, მისი შენელება ან აჩქარება, ასევე ტკივილი გულის არეში მიგვითითებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობაზე.

დაბნეულობა

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემას მივყავართ მეხსიერების დაქვეითებასა და ყურადღების გაფანტულობამდე. ასეთ დროს, ადამიანს უჭირს ფაქტების გახსენებაც და ახალი ინფორმაციის დამახსოვრებაც. ხშირად, ქალები ამ სიმპტომებს ბუნებრივ გულმავიწყობას მიაწერენ, თუმცა მკურნალობა აუცილებელია.

დაბალი არტერიული წნევა

დაბალი წნევაც შეიძლება მოვიაზროთ სიმპტომად, ამიტომ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

შეშუპება

ენის გასქელება, სახის შეშუპება- ჰიპოთირეოზის თვალსაჩნო სიმპტომებია.

დისკომფორტი ყელის არეში

ელში ,,ბურთის“ არსებობის შეგრძნება, დისკომფორტი, ზოგჯერ უჩვეულ ხმის ჩახლეჩა, ჯირკვლის ზომაში გადიდება- ეს ყველაფერი ენდოკრინოლოგთან გადაუდებელ ვიზიტზე მიუთითებს.

ხშირად, იმ სიმპტომებს, რომელსაც ყურადღებასაც კი არ ვაქცევთ ბევრ სერიოზულ დაავადებამდე მივყავართ.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vap.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია