უნაბის სამკურნალო თვისებები. გაიგეთ, თუ როგორ აუმჯობესებს ის ჯანმრთელობას

2076

უნაბის სამკურნალო თვისებები. გაიგეთ, თუ როგორ აუმჯობესებს ის ჯანმრთელობას

უნაბი ჩინური მედიცინის 12 გამორჩეულად სასარგებლო მცენარეს შორის მეხუთე ადგილზეა. იაპონელები და ჩინელები ირწმუნებიან, რომ უნაბის რეგულარულად ჩართვა მენიუში სიცოცხლეს, როგორც მინიმუმ, 20 წლით ახანგრძლივებს. აღმოსავლური მედიცინა ფართოდ იყენებს უნაბის სასარგებლო თვისებებს. მწიფე ნაყოფი კუჭის შეკრულობისას გამოიყენება, მკვახე კი, პირიქით - დიარეისას.

გაინტერესებთ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოთ თქვენს ორგანიმზს უნაბის მიღებით? აი წაიკითეთ:

ნერვები დაგიწყნარდებათ, კანი და სისხლის შემადგენლობა გაგიუმჯობესდებათ, იმუნიტეტი და გული გაგიძლიერდებათ, ჰემოგლობინის დონე აგეწევათ, არტერიული წნევა დაგეწევათ, სისხლძარღვები გაგიმტკიცდებათ, თირკმელები და ღვიძლი გაგეწმინდებათ, ლიბიდო აგიმაღლდებათ, ძვლები გაგიმაგრდებათ, თქვენი ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისგან გათავისუფლდება. ეს არასრული სიაა იმ სიკეთისა, რომლის მოტანაც ამ მცენარეს შეუძლია.

უნაბი შვებას გვრის ორგანიზმს ძლიერი სტრესის, დეპრესიის, შფოთვისა და უძილობის დროს. გამხმარი ნაყოფის ნახარშით მკურნალობენ ანგინას, ბრონქიტს, მშრალ ხველას, პირის ღრუს ანთებით პროცესებს, შარდის ბუშტის დაავადებებს. გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნის პროფილაქტიკისთვის.

ჰიპერტონიის სამკურნალოდ გამოიყენება ნაყენი: აიღეთ 1 კგ. გამომშრალი ნაყოფი, კარგად გარეცხეთ ცივ წყალში, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე, შეფუთეთ და 8-10 საათით გააჩერეთ სითბოში. შემდეგ გადაწურეთ, ნაყოფს ხელმეორედ დაასხით მდუღარე წყალი, 10-12 საათს დააყოვნეთ და ისევ გადაწურეთ. ცალ-ცალკე იღებენ ნაყოფს და ნაყენს. ერთ მიღებაზე ერთი ჭიქა უნდა მიირთვათ.

ხველებისა და ფილტვის დაავადებათა სამკურნალოდ, გამოიყენება უნაბის ფოთლების ნაყენი: ერთი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ უნაბის ფოთოლს, დაასხით 300 მლ. მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, გადაწურეთ. მიირთვით 50 მლ დღეში 3-4 ჯერ.

უნაბის ფოთლები C ვიტამინს შეიცავს. ფოთლის კარგად დაღეჭვის შემთხვევაში ადამიანი დროებით ჰკარგავს მწარე და ტკბილი გემოს შეგრძნების უნარს.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. თქვენ მიიღებთ სასარგებლო და საინტერესო რჩევების ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ. რაც მთავარია, ჩვენს მიერ შემოთავაზებული რჩევები მთლიანად ეფუძნება ნატურალურ და ხალხურ მეთოდებს, რაც არ მოგაყენებთ არანაირ ზიანს. ჩვენი დახმარებით თქვენ შეძლებთ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და გარეგნობა სახლის პირობებში კომფორტულად და ბიუჯეტურად.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vap.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.  ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია