გამოიყენეთ ბებიის რეცეპტით დამზადებული ძლიერი ხველის საშუალება, რომელსაც ბადალი არ ჰყავს!!

962
გამოიყენეთ ბებიის რეცეპტით დამზადებული ძლიერი ხველის საშუალება, რომელსაც ბადალი არ ჰყავს!!

ხალხურ მედიცინაში უამრავი საშუალებაა ხველებისთვის. როცა საქმე ბავშვებს ეხებათ, მშობლები ცდილობენ თავი აარიდონ სააფთიაქო მედიკამენტებს და სწორედ ამ დროს მიმართავენ შინაურულ საშუალებებს.

ხველის საწინააღმდეგო საშუალებები ხალხურ მედიცინაში საკმაოდ მრავლადაა თავმოყრილი. რადგან როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება იქ ძალიან სიფრთხილით უნდა ვიმოქმედოთ. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით სააფთიაქო მედიკამენტების მრავალფეროვნებას ნამდვილად განვიცდით ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი 100%-ით უსაფრთხოა. პირიქით შესაძლოა უფრო საფრთხილოც კი იყოს მათი გამოყენება. სწორედ ამიტომაც ვცდილობთ შინაურულ საშუალებებს  მივმართოთ.

ზოგადად ხალხური რეცეპტით მკურნალობის დაწყებისას, რეკომენდირებულია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან რათა თავი დაიზღვიოთ შესაძლო გართულებებისგან. თუმცა ყველა ხალხური რეცეპტი არაა ასეთი საფრთხილო და ერთ-ერთი მათგანია ეს ბებიის რეცეპტი. თან ეს საოცარი ხალხური საშუალება ეფექტურია ხველების და ფილტვების დაავადებების დროს.

მის მოსამზადებლად კი დაგჭირდებათ:

– 0,5 კგ. მელნისფერი ხახვი (წითელი ხახვი)

– 0,5 კგ. შაქარი

– 2 ცალი საშუალო ზომის ლიმონი

– 1,5 ლ. გაფილტრული წყალი

– 7 ს.კ. ნატურალური თაფლი

მომზადების წესი:

თავდაპირველად ემალირებული ქვაბი დადგით ძალიან ნელ ცეცხლზე, ჩაყარეთ შაქარი და ჩაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი. ნელ-ნელა ურიეთ, რომ შაქარი ბოლომდე გადნეს. (არ უნდა მიიწვას)

ხოლო როცა შაქარი გადნება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ისევ ურიეთ. როცა ხახვი ფერს შეიცვლის, დაამატეთ წყალი და ადუღეთ იქამდე, სანამ წყლის მესამედი არ აორთქლდება.

ნახარში შეაგრილეთ, დაუმატეთ თაფლი და დანარჩენი ლიმონის წვენი.

ინგრედიენტები კარგად გადაურიეთ ერთმანეთში, დააფარეთ თავსახური და დატოვეთ დილამდე. დილით გადაწურეთ, სითხე გადაიტანეთ შუშის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში.

გამოყენების წესი:

1 ს.კ უნდა მიიღოთ ყოველი ჭამის წინ 10-15 წუთით ადრე. ამ საშუალების მიღება შეგიძლიათ სრულ გამოჯანრთელებამდე.

გაითვალისწინეთ! თუ ამ საშუალების შემადგელობაში მყოფი რომელიმე ინგრედიეტის მიმართ ალერგიული ხართ, არ დალიოთ ის. სხვა უკუჩვენება ამ წამალს არ გააჩნია.

თუ გაწუხებთ ზოგადად ფილტვების სისუსტე, ეს წამალი ძალიან კარგია თქვენთვის პროფილაქტიკის მიზნით.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები