იტანჯებით სისხლის ცუდი მიმოქცევით? აი, როგორ მოაგვაროთ პრობლემა სულ რაღაც 7 წუთში!

3389

იტანჯებით სისხლის ცუდი მიმოქცევით? აი, როგორ მოაგვაროთ პრობლემა სულ რაღაც 7 წუთში!

ეს მარტივი ვარჯიშები ხელს შეუწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას რამდენიმე წუთში!

როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს შესაძზლოა აწუხებდეთ სისხლის ცუდი მიმოქცევის პრობლემები. ამის სიმპტომებია: დაღლილობა, ცივი ხელები და ფეხები, (თუნდაც თბილ ამინდში), განწყობის ხშირი ცვალებადობა და მუდმივი შიმშილის გრძნობა.

ცუდი სისხლის მიმოქცევის მაპროვოცირებელი რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ მათ შორის მთავარია არასრულფასოვანი კვება და უმოძრაო ცხოვრების წესი.

ეს ფაქტორები იწვევს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული დაფების წარმოქმნას. სისხლძარღვებში სისხლის გადაადგილების გაძნელებამ კი შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა და ინსულტი, ტროფიკული წყლულები და კიდურების ამპუტაციაც კი.

გთავაზობთ მარტივ რჩევებსა და ვარჯიშებს, რომლებიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სისხლის მიმოქცევის პრობლემები და ასევე ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა.

კისრის ვარჯიშები

ამოძრავეთ თავი ნელა! თავი მარცხნივ მოაბრუნეთ, გააჩერეთ რამდენიმე წამი. დაბრუნდით საწყის პოზიციაზე, შემდეგ კი მარჯვნივ გადაატრიალეთ, გააჩერეთ რამდენიმე წამი. გაიმეორეთ ეს ვარჯიში ათჯერ.

ამის შემდეგ - თავის მოძრაობა მაღლა და ქვევით, ნელი ტემპით. გაიმეორეთ სავარჯიშო კვლავ ათჯერ.

გაჭიმვა

ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებელია ყველა კუნთის კარგად დაჭიმვა. ამრიგად, სისხლის ნაკადის სტიმულირება ხდება, კუნთები თბება, რითაც ის ემზადება უფრო ინტენსიური ვარჯიშისთვის და თქვენც შედეგად შეძლებთ თავიდან აიცილოთ დაზიანება.

აზიდვები

დილით, საუზმის წინ, შეეცადეთ გააკეთოთ ათი აზიდვა იატაკიდან. ეს ვარჯიში ხელს შეუწყობს სისხლის მოძრაობის გახშირებას ზედა კიდურებში (ხელებში).

ხელები და თითები

ხელისგულები ნელა მოხვიეთ მუჭად. გაიმეორეთ ათჯერ. ეს ვარჯიში ხელს უშლის ხელების კრუნჩხვის განვითარებას.

სიარული

სიარული, თუნდაც მოკლე დისტანციებზე, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, განსაკუთრებით ფეხებში. იარეთ ენერგიული ტემპით კვირაში მინიმუმ სამჯერ.

ცეკვა

ცეკვა რეკომენდირებულია სტრესის შესამსუბუქებლად და სხეულის კარგ ფორმაში შესანარჩუნებლად. ნებისმიერი ცეკვა მისასალმებელია, არ არსებობს შეზღუდვები სტილში! დადებითი შედეგის მისაღწევად დღეში მხოლოდ 30 წუთიცკი საკმარისი იქნება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია