როგორ ვუმკურნალოთ გაყოფილ ფრჩხილებს? სცადეთ ეს მეთოდები საუკეთესო შედეგისთვის

1381

როგორ ვუმკურნალოთ გაყოფილ ფრჩხილებს? სცადეთ ეს მეთოდები საუკეთესო შედეგისთვის

გაყოფილ ფრჩხილებს მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. გაყოფილი ფრჩხილები შეიძლება მიუთითებდეს ფრჩხილების არასწორ მოვლაზე.ასევე დიდ გავლენას  ახდენს  ზამთარში სიცივე,  სტრესი, არაჯანსაღი დიეტა ან ფრჩხილზე ქიმიური ნივთიერებების წასმა.   

ძირითადად, ფრჩხილის ფირფიტა შედგება რქოვანი უჯრედებისგან, რომლებიც შეიცავს სტრუქტურულ ცილას კერატინს. 

თუ თქვენი ფრჩხილები გაყოფილია  სახლის საშუალებების საშუალებით შეგიძლიათ სწრაფად დაიბრუნოთ მყარი და ელასტიური ფრჩხილები.

ფრჩხილის სტრუქტურის გაძლიერება კვერცხისა და თაფლის საშუალებით

მტვრევადი და რბილი ფრჩხილების გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხის, თაფლის, მარილისა და ზეთის ნარევი. შეურიეთ თითო-თითო  სუფრის კოვზი ზეთი, თაფლი, მარილი და 1 კვერცხის გული. კარგად აურიეთ და 5 წუთი მოათავსეთ ფრჩხილები.

ლიმონის წვენის ეფექტურობა გაყოფილ ფრჩხილებზე

ერთი ლიმონი გამოწურეთ და მის წვენში მოათავსეთ  მტვრევადი ფრჩხილები. მისი გამოყენება შეგიძლიათ კვირაში ერთხელ.

ნიორისა და ფრჩხილის ლაქის ნარევი

წვრილად დაჭერით ერთი ცალი ნიორი და მოათავსეთ უფერო ფრჩხილის ლაქში. გააჩერეთ ერთი კვირა ბნელ ადგილას.შემდეგ წაისვით თხელი ფენა სამ დღეში ერთხელ. შედეგს მიიგებთ 2 წასმის შემდეგ. ეს ნარევი არამარტო ამყარებს მყიფე ფრჩხილებს არამედ ეხმარება ფრჩხილს სიფრძეში სწრაფად გაზრდაში.

სოდა და იოდი მტვრევადი ფრჩხილების წინააღმდეგ

ამ ეფექტური ნარევის მეშვეობით სამუდამოდ დაემშვიდობებით გაყოფილ ფრჩხილებს. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ

  • 1 ს/კ სოდა
  • 1 ს/კ მარილი
  • 5 წვეთი იოდი

მომზადება:

ნელ-თბილ წყალში აურიეთ ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები. კარგად აურიეთ და 20 წუთის განმავლობაში ჩააწყეთ გაყოფილი ფრჩხილები. ამ დროის განმავლობაში თქვენი ფრჩხილები ფერს შეიცვლის. ნელ ნელა დაიწყებს დაზიანებული ფრჩხილები აღდგენას. ამ ჯადოსნური ნარევით თქვენი ფრჩხილები ყოველთვის იქნება მოწესრიგებული.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vap.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.  ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები