გასაოცარი ნიღბები მშრალი და თხელი თმისთვის

1067

გასაოცარი ნიღბები მშრალი და თხელი თმისთვის

იმისათვის, რომ თქვენი თმა ჯანმრთელი იყოს და კარგად გამოიყურებოდეს, კარგია გამოიყენოთ ხელნაკეთი ნიღბები B ვიტამინების დამატებით, ასევე მცენარეული დანამატებით, ეთერზეთებითა და კოსმეტიკური ზეთებით. მკვებავი ნიღბები ვიტამინებით რეგულარული გამოყენებით ხელს უწყობს მათი კვების გაუმჯობესებას, დაზიანების გამოსწორებას, მათი ელასტიურობის გაზრდას და სიმშრალის აღმოფხვრას.

ზამთარში თმა განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. ვიტამინების ნაკლებობა, თმის საშრობი, მშრალი ჰაერი ბინებსა და ოფისებში (გამათბობლის დამსახურებით), ყინვა და ტემპერატურის ხშირი ცვალებადობა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ზამთრის თანმხლები დეპრესიული განწყობაც კი თმაზე დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს – ყველაზე ძვირფასი სამკაული შრება და მყიფდება, ცვენას იწყებს, იყოფა და უსიცოცხლო ელფერი ედება.

თმის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად ქალები უხსოვარი დროიდან ზრუნავდნენ. თუნდაც ბებიების დანატოვარი რეცეპტები გავიხსენოთ.

გთავაზობთ რამოდენიმე რეცეფტს, რომელებიც შესანიშნავია თმისთვის:

შოკოლადის ნიღაბი:

შემადგენლობა:

  • 2 სუფრის კოვზი კაკაო
  • თბილი რძე
  • 1 სუფრის კოვზი ჟოჟობას ზეთი
  • ს / კ ქოქოსის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი ავოკადოს ზეთი

მომზადება:

უპირველეს ყოვლისა, ავურიოთ ყველა ინგრედიენტი. ჩაასხით რამდენიმე წვეთი ეთერზეთები, როგორიცაა ლიმონი, ლავანდა, გერანიუმი, კედარის ხე და წაისვით თმაზე. შეიფუთეთ თმა და გაიჩერეთ ერთი საათი. შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით.

2. კვერცხის და ლუდის ნიღაბი

ეს თმის ნიღაბი დროთა განმავლობაში გააჯანსაღებს თმას.

შემადგენლობა:

  • 1 კვერცხის გული
  • 50 მლ ლუდი

მომზადების წესი:

შეურიეთ კვერცხის გული და ლუდი, წაისვით სველ თმაზე. შემდეგ  დაიხურეთ რეზინის ქუდი და გააჩერეთ 30 წუთით. შემდეგ დაიბანეთ შამპუნით და კონდიციონერით.

ლიმონისა და ლუდის ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის

ინგრედიენტები:

  • ლიმონის წვენი
  • 50 მლ ლუდი

მომზადება:

შეურიეთ თანაბარი რაოდენობით გამოწურული ლიმონის წვენი და წყალი. შეიზილეთ ეს თმებში და ჩამოიბანეთ 5 წუთის შემდეგ. არა მხოლოდ კარგი სუნი ექნება, არამედ მშრალი და თხელი თმისთვისაც კარგია, შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი ჩვეულებრივი შამპუნისა და კონდიციონერის დაბანის შემდეგ.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები