სარგებელი, რომლესაც პამიდორისგან ვიღებთ. საინტერესო ინფორმაციაა

1613

სარგებელი, რომლესაც პამიდორისგან ვიღებთ. საინტერესო ინფორმაციაა

პომიდორი სპობს ბაქტერიებს
პომიდვრის წვენი ფიტონციდების წყალობით ხოცავს მავნე მიკრობებსა და პათოგენური ფლორის სხვა წარმომადგენლებს. ანტიბაქტერიულთან ერთად პომიდორს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც, გლიკოალკალოიდის შემცველობის გამო კი ის არა მხოლოდ ბაქტერიციდულ, არამედ ფუნგიციდურ (სოკოს საწინააღმდეგო) მოქმედებასაც ავლენს. პომიდორი სასარგებლოა კუჭისა და ღვიძლისათვის.

პომიდორი ამაღლებს გუნება-განწყობილებას
პომიდორი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და საჭმლის მონელებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას და ზრდის ჰემოგლობინის დონეს. გარდა ამისა, ის არეგულირებს ნერვული სისტემის ფუნქციობას.

პომიდორში შემავალი სეროტონინი ამაღლებს გუნება-განწყობილებას. ამის გამო პომიდორს საუკეთესო ნატურალურ ანტიდეპრესანტად მიიჩნევენ. მასაც, ვისაც ჭარბი წონისა ეშინია ან დაკლება სურს, შეუძლია, თამამად მიირთვას პომიდორი, რადგან ის ძალზე დაბალკალორიულია – 100 გრამი 23 კკალ-ს შეიცავს.

პომიდვრის ღირსებად მიიჩნევა ისიც, რომ ქრომისა და რამდენიმე სხვა ნივთიერების წყალობით სწრაფად ანაყრებს, მყისიერად აცხრობს შიმშილის გრძნობას. დადგენილია, რომ ამ მცენარის მწიფე ნაყოფში ნიტრატები არ გროვდება. დიახ, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მწიფე პომიდორში მავნე ქიმია არ არის!

პომიდორი თრომბოზების წინააღმდეგ
ამერიკელმა მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ ჟელესმაგვარი სუბსტანცია, რომელიც გარს აკრავს პომიდვრის თესლს, მეტად სპეციფიკურ ნივთიერებას შეიცავს. მას მეცნიერებმა P3 უწოდეს. ეს ნივთიერება თურმე მეტად სასარგებლოა – “ათხელებს” სისხლს და ეფექტურად ეწინააღმდეგება თრომბების წარმოქმნას. პექტინების წყალობით პომიდორი არტერიულ წნევასაც აბალანსებს.

პომიდორი აახალგაზრდავებს კანს
B ჯგუფის ვიტამინების წყალობით პომიდორი აუმჯობესებს სახის ფერს, აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას და, საზოგადოდ, გამაახალგაზრდავებლად მოქმედებს კანზე. პექტინი, რომელიც ასე ბევრია პომიდორში, ორგანიზმიდან წიდისა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოძევებასაც უწყობს ხელს.

პომიდვრის ნიღბები სახისთვის: 

ნიღაბი მგრძნობიარე კანისთვის:

 გახეხეთ 1 პომიდორი და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი და 2 ს.კ. ხორბლის ფქვილი. დაიდეთ სახეზე 30 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გამწმენდი ნიღაბი ნებისმიერი კანისთვის:

1 პომიდვრის წვენს დაამატეთ ნახევარი კვერცხის გული (ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის კვერცხის გული შეცვალეთ ცილით) და 1 ს.კ. შვრიის ფქვილი. დაიდეთ სახეზე 20 წუთით და ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით.

მატონიზირებელი ნიღაბი ნებისმიერი კანისთვის:

 გახეხეთ 1 პომიდორი, დაამატეთ 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი, 2 ს.კ. ხაჭო და 1 ს.კ. რძე. კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე 20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია