რთული პრობლემების მარტივი გზით გადაჭრა – რა დაავადებებსა და ხერხზეა საუბარი?!

2658

რთული პრობლემების მარტივი გზით გადაჭრა – რა დაავადებებსა და ხერხზეა საუბარი?!

ჩიას თესლის ქიმიური შემადგენლობა: 100 გრამი ჩიას თესლი შეიცავს 486 კკალ

საკვები ნივთიერებები 100 გრამში: 

15 გრ ცილა, 31 გრ მცენარეული ცხიმი, 17 გრ ომეგა 3. 34 გრ უჯრედისი. 631 მგ კალციუმი.

ვიტამინები: A, B1, B2, C, PP, K

მიკრო ელემენტები: რკინა, ცინკი, სპილენძი, მარგანეცი, სელენი.

მაკრო ელემენტები: კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი.

ჩიას თესლის დადებითი თვისებები

დიაბეტი

დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის ჩიას თესლი შეიძლება ითქვას, რომ არის აღმოჩენა. ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი:

შეიცავს:

  • დიდი რაოდენობით ცილებს.
  • დიდი რაოდენობით უჯრედისს.
  • დიდი რაოდენობით ომეგა 3 – ს.
  • მცირე რაოდენობით ნახშირწყლებს და ა. შ.

ეს მონაცემები იდეალური საკვებია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. მისი გამოყენების შედეგად ნორმალიზირდება ქსოვილის რეაქცია ინსულინზე. ნორმაში მოჰყავს შაქრის დონე სისხლში და რეგულირდება ნივთიერებათა ცვლა.

მეცნიერები უკვე ფიქრობენ ამ მცენარის თესლებისგან შექმნან დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი.

გულ–სიხლძარღვთა სისტემა

თესლში შემავალი დიდი რაოდენობის ომეგა 3 – ს წყალობით, სისხლში კლებულობს მავნე ქოლესტერინის დონე,

მაგრდება სისხლძარღვების კედლები

ძლიერდება გულის კუნთი და ასევე ქოლესტერინის დაწევის  შედეგად სისხლძარღვები თავისუფლდება ათეროსკლეროზისგან, რის შედეგადაც ახალგაზრდავდება სისხლძარღვთა სისტემა.

მისი გამოყენებით თავს იზღვევთ ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკისგან.

ჭარბი წონის რეგულირება

ჩიას თესლები შეიცავენ დიდი რაოდენობით უჯრედისს რისი წყალობითაც რეგულირდება ნაწლავების პერესტალტიკა.

უჯრედისი შეიწოვს და გარეთ გამოიდევნის ტოქსინებს და შლის პროდუქტებს.

ასევე ომეგა 3 – ს დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით რეგულირდება ქოლესტერინის დონე სისხლში, ამავე დროს ხელს უწყობს უარყოფითი ქოლესტერინის გამოდევნას ორგანიზმიდან.

ომეგა 3 ასევე ხელს უწყობს ცხიმების მეტაბოლიზმს (წვა – ენერგიად გადაქცევა). გარდა ამისა ჩიას მიღების შედეგად მცირდება ჭამის სურვილი, რადგან მარცვლები 10 – 12 ჯერ ფართოვდება და კუჭში იკავებენ დიდ მოცულობას შედეგად ტვინს მიეწოდება სიგნალი დანაყრების შესახებ.

კანი და თმები

კანი წარმოადგენს ორგანიზმის იმუნური სისტემის ერთ–ერთ ნაწილს, ამიტომ როცა კანზე ჩნდება მუწუკები და გამონაყარი ეს იმის ნიშანია, რომ თქვენს კანს აკლია საჭირო ნივთიერებები რათა შესძლოს სრულფასოვნად შეასრულოს თავისი დამცავი ფუნქცია ბაქტერიების, მიკრობების და ვირუსების წინააღმდეგ.

სწორედ ჩიას მარცვლები შეიცავს კანისთვის და თმებისთვის საჭირო და აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, რაც ხელს უწყობს კანისა და თმის უჯრედების ზრდას.

აუმჯობესებს კუჭ–ნაწლავის მუშაობას

  • არეგულირებს სხეულის წონას.
  • აუმჯობესებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.
  • სისხლში ამცირდებს ქოლესტერინის დონეს.
  • ამაგრებს კბილებს და ძვლებს.
  • სისხლში არეგულირებს შაქრის დონეს.
  • არეგულირებს ყაზბობას (გაუვალობა)

ჩიას თესლი მიღების წესი: 

14 წლამდე ბავშვების დღიური ნორმა – 1 ან 2 ჩაის კოვზი.

უფროსი ასაკის ადამიანებისთვის დღიური ნორმა – 1 ან 2 სუფრის კოვზი.

ჩიას თესლი სითხეში ფართოვდებს 10 – 12 ჯერ. ამიტომ მისი მშრალად მიღების შემთხვევაში ის შეიწოვს იმ სითხეს რომელიც იქნება თქვენს ორგანიზმში. ამიტომ ჯობია მიღებამდე ის ჩაალბოთ და დააცადოთ შეიწოვოს მისთვის საჭირო რაოდენობის სითხე.

1 სუფრის კოვზ თესლს დაასხით 150 – 200 მლ ცივი ანადუღარი წყალი, რძე ან ხილის წვენი და გააჩერეთ 15 – 20 წუთი. შემდეგ მიიღეთ. დღეში ერთჯერ.

ასევე მისი გამოყენება შესაძლებელია ფაფეფთან და სხვა თქვენთვის სასურველ საკვებთან ერთად.

კურსის ხანგრძლივობა:

კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი დიეტოლოგის ან ექიმის რეცეპტით აპირებთ მის გამოყენებას საკვებად

აუცილებლად სანახავი:შეამოწმეთ საკუთარი თავი! ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის 12 სიმპტომი

Facebook კომენტარები