უნიკალური კომბინაცია - წიწიბურა, თაფლი, ნიგოზი. გაიგეთ რა დაავადებებს კურნავს ეს ნარევი.
ამ ნარევის მიღება რეკომენდებულია:
თუ ავად ხართ, ეს ნარევი დაგეხმარებათ სწრაფად გამოჯანმრთელებაში; თუ გჭირდებათ წონის მომატება; თუ არ გაქვთ საკმარისი ძალა და ენერგია სისხლში ჰემოგლობინის დაბალი დონის შედეგად. კომპონენტები, რომლებიც ქმნიან ამ ნარევს, უნიკალურია მათი შემადგენლობით.
წიწიბურა - მდიდარია ვიტამინებით, რკინით, მიკრო და მაკრო ელემენტებით.
დიეტოლოგები შაქრიანი დიაბეტით, ანემიით და ჭარბი წონით დაავადებულებს ურჩევენ მენიუში წიწიბურა ჩართონ. ის შეუცვლელი პროდუქტია გულსისხლზარღვთა სისტემების, ღვიძლის ცუდათ მუშაობის დროს.
ეს ბურღული ხელსუწყობს მხედველობის სიმახვილესა და ტვინში სისხლის მიმოქცევას. მოკლედ წიწიბურა ნამდვილი ბუნებრივი აფთიაქია.
თაფლი - კურნავს სხეულს უჯრედულ დონეზე. თაფლს გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
თაფლი აუმჯობესებს ნერვული უჯრედების კვებას და აძლიერებს მათ ფუნქციონირებას, ააქტიურებს ჟანგვით პროცესებს.
თაფლის, მავნე ნივთიერებების გამანეიტრალებელი მოქმედების შედეგადუმჯობესდება ძილი, კლებულობს გაღიზიანება, მატულობს შრომისუნარიანობა.
თაფლის მიღება ხელს უწყობს ჰემოგლობენის მომატებას, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ანემიების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ავადმყოფობის შედეგად ორგანიზმის დასუსტებისას.
ნიგოზი -ვიტამინებისა და ცხიმოვანი მჟავების საწყობია.
ნიგოზში ბევრი მინერალი (კალიუმი, კალციუმი და სხვ.) და მიკროელემენტია, რომელიც არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. გარდა ამისა, ის მდიდარია უჯრედისებით, რომელიც აწესრიგებს ნაწლავთა მოქმედებას და სწრაფად გამოდევნის ორგანიზმიდან წიდებს.
ნიგოზი შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო უჯერ ცხიმებს, დამტკიცებულია, რომ ვინც ყოველდღე ჭამს არანაკლებ 5 ცალ ნიგოზს, სისხლში ქოლესტერინის დონე 12%-ით უმცირდება.
ლეციტინი, რომელსაც ნიგოზი შეიცავს, ხელს უწყობს ტვინის აქტიურ მუშაობას, ხოლო მაგნიუმი - ებრძვის სტრესს, E ვიტამინი ახანგრძლივებს ახალგაზრდობას, სელენი და იოდი ასტიმულირებენ ჯირკვლების ფუნქციას.
ამ სამი კომპონენტის ერთობლიობას აქვს ძლიერი სამკურნალო ეფექტი მთელ სხეულზე.
Შემადგენლობა:
1 კგ დაკეპილი ნიგოზი; 1 კგ წიწიბურას მარცვალი; 700 გრ ყვავილის თაფლი.
მომზადება:
წიწიბურა უნდა დაფქვათ ყავის საფქვავში, სანამ არ გახდება გლუვი. გაატარეთ ნიგოზი, შეავსეთ თაფლით და აურიეთ. ჩვენ ვინახავთ ნარევს მაცივარში.
გამოყენების მეთოდი:
მიიღეთ 3 ჯერ დღეში ჭამის წინ, 1 სუფრის კოვზი ერთი თვის განმავლობაში.
თუ გაქვთ გულის პრობლემები, დაამატეთ გამხმარი გარგარი ან ქიშმიში.
თუ თაფლზე ალერგიული ხართ, უნდა თქვათ უარი.
ამ სასწაული ნარევით მკურნალობის კურსის შემდეგ, თქვენ მაშინვე იგრძნობთ თავს ჯანსაღად და ძლიერად.