პატარაოდან მუდამ მტანჯდავდა ცხვირიდან სისხლდენა, ერთხელაც ეს დისკომფორტი დასრულდა. დღეს გაგიზიარებთ, თუ  როგორ მოვახერხე

1394

პატარაოდან მუდამ მტანჯდავდა ცხვირიდან სისხლდენა, ერთხელაც ეს დისკომფორტი დასრულდა. დღეს გაგიზიარებთ, თუ  როგორ მოვახერხე

ბავშვობიდან მოყოლებული, თუ ცხვირს ძლიერად მოვიწმენდდი ან წკიპურტი მომხ-
ვდებოდა, მაშინვე სისხლდენა მეწყებოდა, თანაც იმდენ ხანს გრძელდებოდა, რომ შეწუხებული ვიყავი. ნესტოებში ხან დამწვარ, ხან კალციუმიან ბამბას მიდებდნენ.

დედაჩემმა გამოსაკვლევად ექიმთან წამიყვანა. სისხლის დაავადება გამორიცხეს და სისხლძარღვებს დააბრალეს. მართლაც, სისხლძარღვთა კედლების გამამაგრებელი საშუალებების მიღებამ მდგომარეობა გააუმჯობესა.

ასაკის მატებასთან ერთად სისხლდენა დავიწყებას მიეცა. ახლა მხოლოდ გრიპის ან გაციების დროს თუ შემახსენებს ხოლმე თავს, ისიც — შედარებით მსუბუქად. კარგად მახსოვს, იმ პერიოდში რა საშუალებებს ხმარობდნენ ჩემი მშობლები, რათა სისხლდენა შეეჩერებინათ.

მინდა, რამდენიმე რეცეპტი თქვენც გასწავლოთ:

ერთ ჭიქა ცივ წყალში ჩაასხით 1/4 ლიმონის წვენი ან ერთი ჩაის კოვზი ძმარი (მაგრამ
არა ესენცია), ან კიდევ ჩაყარეთ 1/3 ჩაის კოვზი შაბი. მიღებული სითხე შეისრუტეთ ცხვირით და შეიკავეთ 3-5 წუთს. ამ დროს ნესტო თითით დაიცეთ.

პროცედურისას არ დაწვეთ,იჯექით ან იდექით მშვიდად. შუბლსა და ცხვირზე მიიდეთ ცივ წყალში დასველებული პირსახოცი ან ყინული.

თუ სისხლი მარჯვენა ნესტოდან მოგდით, მარჯვენა ხელი ასწიეთ თავს ზემოთ, თუ
მარცხენა ნესტოდან — მარცხენა ხელი. ეს მეთოდი სისხლდენას ეფექტურად აჩერებს.

ამ მეთოდის გამოყენებისას დამხმარე დაგჭირდებათ. ნესტოდან სისხლდენის დრო ავადმყოფი ორივე ხელს მაღლა სწევს, მეორე ადამიანი კი სისხლმდინარ ნესტოს (თუ სისხლი ორივედან დის — ორივეს) 3-5 წუთით აჭერს ხელს. სისხლდენა მალე შეწყდება.

გახეხეთ ფარსმანდუკის ქორფა ფოთლები და ჩაიდეთ ნესტოში. შეგიძლიათ, წვენი გა-
მოწუროთ და ის ჩაიწვეთოთ. წვენი უფრო ეფექტურიც კია.

აუცილებლად სანახავი:ვარიკოზული ვენების მკურნალობა ამ მეთოდით ყველაზე სწრაფი და ეფექტური აღმოჩნდა.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები