ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებსა და ძვლებში მარილის რაოდენობას. ამ პრობლემის მთავარ მიზეზებს შორის ექიმები ხედავენ ცუდ მეტაბოლიზმს, უენერგიობას, უხარისხო და გაუწონასწორებელ კვებას, ასევე სხეულის თანდაყოლილ მახასიათებლებს.
პრობლემა ის არის, რომ მარილების დაგროვება თითქმის უმტკივნეულოა და ამიტომ ამ პრობლემას ადამიანი ძალიან გვიან აქცევს ყურადღებას. მაგრამ თავიდან ბევრად უფრო ადვილია ორგანიზმის „დაბინძურების“ გამკლავება.
ამიტომ, დღეს ჩვენ გეტყვით, თუ როგორ უნდა გამოდევნოთ ორგანიზმიდან მარილები ხალხური საშუალებებით, თანაც, რაც შეიძლება ნაზად და ზუსტად იმოქმედოთ.
ოხრახუში და ლიმონი:
არასასიამოვნო პრობლემის მოსაგვარებლად, უპირველეს ყოვლისა, გირჩევთ გავითვალისწინოთ შარდმდენი საშუალება, რომლის მომზადებაც მარტივია თაფლის, ოხრახუშისა და რამდენიმე ლიმონისგან.
ინგრედიენტები:
250 გრ ოხრახუშის ფესვი
150 გრ ოხრახუშის ფოთოლი
250 გრ ლიმონი
300 გრ თბილი თაფლი
მომზადება:
ოხრახუშის ფესვი გარეცხილ და კანგაცლილ ლიმონთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.
გატარებულ მასას დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები და დაასხით თაფლი. კარგად მოურიეთ.
ეს საშუალება უნდა დალიოთ დღეში 3-ჯერ, ერთი ჩაის კოვზი. გაითვალისწინეთ, რომ უპირველეს ყოვლისა, უნდა გაიაროთ ექოსკოპია, რათა დარწმუნდეთ, რომ თირკმელებში დიდი ქვები არ არის.
ასევე, შეგიძლიათ ცადოთ სხვა ნაყენი, რომელიც კაკლის ქერქზე მზადდება, რომელიც ასევე ხელს უწყობს მარილის სწრაფად და უმტკივნეულოდ მოცილებას.
ინგრედიენტები:
40 ცალი მწვანე კაკალი
2,5 ლიტრი წყალი
მომზადება:
1.კაკლის კანი გამოაცალკევეთ, ჩაყარეთ ქვაბში, დააფარეთ წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე.
2.ადუღეთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააგრილეთ ბულიონი და გააჩერეთ ერთი დღით ბნელ ადგილას.
ნაყენი უნდა მიიღოთ ნახევარი ჭიქა დილით, შუადღისას და ძილის წინ. საკმარისია მისი მიღება დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე და ამიტომ, მომდევნო 7 დღის განმავლობაში მსგავსი ნაყენი უნდა მოამზადოთ. მიღების კურსი 5 კვირაა, შემდეგ ერთი თვე შესვენება და მკურნალობის კურსის განმეორება. გარდა ამისა, ყოველდღიურად მიირთვით კიდევ 5-10 ახალი ნიგოზი.
გაითვალისწინეთ, რომ ეს ნაყენი აკრძალულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ორგანიზმში იოდის ჭარბი რაოდენობა.
მისი დონის შესამოწმებლად საკმარისია სხეულის ნებისმიერ ნაწილზე იოდის ბადის დადება. ორგანიზმში თუ იოდი ჭარბობს, ეს ბადე კანზე 8 საათის შემდეგაც ნათლად გამოჩნდება. ასეთი ადამიანებისთვის კაკლის ნაყენი აკრძალულია.
აუცილებლად სანახავი:სოდის გამოყენების 16 წესი, რომელიც
ყველას გამოადგება! ნეტავ აქამდე მცოდნოდა
Facebook კომენტარები