საუკეთესო ბუნებრივი საფაღარათო საშუალება. მიირთვით ეს და შედეგად გაწმენდთ ნაწლავებს და მოიცილებთ ზედმეტ სითხეს!

665

საუკეთესო ბუნებრივი საფაღარათო საშუალება. მიირთვით ეს და შედეგად გაწმენდთ ნაწლავებს და მოიცილებთ ზედმეტ სითხეს!

გემრიელიცაა და ჯანსაღიც!

შეკრულობა ესაა, მდგომარეობა, რომელიც მაშინ დგება როდესაც ნაწლავის მოძრაობა რთულდება ან ხდება სამი ან მეტი დღის შემდეგ. ცხოვრების გარკევულ ეტაპზე თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა. თუმცა კუჭის ტკივილი და შებერილობა რომელიც ასევე თან სდევს ამ პრობლემას ადვილად იხსნება შეკრულობის მოხსნით.

სამედიცინო ექსპერტები ამბობენ, რომ შეკრულობის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორისაა მოძრაობის ნაკლებობა, ასაკი, სტრესი, მედიკამენტები, ბოჭკოების ნაკლებობა, გარკვეული ვიტამინები და მრავალი სხვა მიზეზი. ასევე შესაძლებელია შეკრულობა სხვა დაავადების მეორადი ეფექტიც იყოს, ამ შემთხვევაში ექიმთან უნდა გაიაროთ გამოკვლევა ამ პრობლემის მიზეზის დასადგენად და მის მოსაგვარებლად.

თუმცა უნდა იცოდეთ, რომ შეკრულობის ზოგიერთი სიმპტომი მოიცავს კვირაში ორზე ნაკლებ ნაწლავის მოძრაობას, ნაწლავის მოძრაობის დაძაბვას, მცირე ან მყარ განავალს,  შებერილ მუცელს და ღებინებასაც კი. დამეთანხმებით ეს ყოველივე ყველასათვის თანაბრად არასასიამოვნო მდგომარეობაა

და თუ თქვენ გაქვთ არარეგულარული ნაწლავის მოძრაობა ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, მნიშვნელოვანია გარკვეული ზომების მიღება.

ადამიანების დაახლოებით ათი პროცენტი განიცდის ნაწლავის არარეგულარულ მოძრაობას. მიუხედავად იმისა, რომ შეკრულობის შემსუბუქების მრავალი ვარიანტი არსებობს, ხშირად უმჯობესია მიმართოთ ბუნებრივ საშუალებებს, რომლებიც სხეულზე, მოქმედებს როგორც ეფექტური საფაღარათო საშუალება. მოდით უფრო დეტალურად გაეცანით შემდეგ საშუალებებს:

ამ საფაღარათო ჯემის მოსამზადებლად გამოიყენეთ ერთი ჭიქა ფინიკი, ერთი ჭიქა ქლიავი და ხუთი ჭიქა მდუღარე წყალი. ფინიკი და ქლიავი დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოხარშეთ ეს ნარევი სანამ არ გახდება სქელი კონსისტენციის. ეს საშუალება გაძლებს სამ კვირას, ხოლო უნდა მიიღოთ დღეში  თითო ჩაის კოვზი. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ მისი გამოიყენება ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია. თან ჯემი შეიძლება მიირთვათ ნებისმიერი სახით, იოგურტთან ერთად, ან უბრალოდ ჯემის სახითაც.

ქლიავი მდიდარია ბოჭკოებით და ასევე შეიცავს სორბიტოლს, რომელიც ბუნებრივი შაქარია და ხსნის შეკრულობას მოკლე დროში. ალტერნატიულად, შეგიძლიათ წყალში ქლიავის ჩირი დაუმატოთ და ღამით დატოვოთ, შემდეგ დილით ეს ნარევი დალიოთ. ეს მეთოდი დაგეხმარებათ კი ნაწლავის მოძრაობაში და განავლის გაფხვიერებაში.

ხოლო თუ თქვენ გაქვთ მუცლის უეცარი და უკიდურესი ტკივილი, აუცილებლად მიიღეთ ეს რეცეპტი დამატებითი მკურნალობისთვის და ასევე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია