ერთი ბუნებრივი ინგრედიენტი და უამრავი დაავადების მკურნალობა

1591

ერთი ბუნებრივი ინგრედიენტი და უამრავი დაავადების მკურნალობა

ქინძი ჯადოსნური მწვანილია. ამ ინგრედიენტს მრავალი თვისება აქვს ჩვენს ორგანიზმში სხვადასხვა სახის დაავადებების სამკურნალოდ, მაგრამ ბევრმა ადამიანმა არ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ. ქინძის მეშვეობით შეგიძლიათ იმკურნალოთ ღვიძლზე, თირკმლებზე, პანკრეასსა და სხვა მრავალ დაავადებებზე უამრავი ფულის დახარჯვის გარეშე.

ქინძი არაჩვეულებრივი ინგრედიენტია სამზარეულოში. მისი დახმარებით ჩვენ ვამზადებთ ძალიან გემრიელ კერძებს, სალათებსა და სხვა მრავალს. იგი უჩვეულო არომატს სძენს საკვებს. თუმცა მისი სხვა დანიშნულებით გამოყენებაც არის შესაძლებელი. ჩვენ წარმოგიდგენთ რამოდენიმე მნიშვნელოვან სარგებელს და იმ დაავადებების ჩამონათვალს, რომელთა მკურნალობაც შეუძლია.

  • შესანიშნავი შარმდენი საშუალებაა
  • იგი გამოიყენება თირკმლების თითქმის ყველა პრობლემის სამკურნალოდ (ერთ-ერთია თირკმლებში ქვების არსებობა).
  • ასტიმულირებს ღვიძლს
  • აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს
  • მკურნალობს დიარეას, შესანიშნავია ბაქტერიებისა და ინფექციების აღმოსაფხვრელად
  • ქინძს გამოაქვს ორგანიზმიდან უსარგებლო ცხიმები
  • ასევე  აკონტროლებს ქოლესტერინის დონეს
  • ქინძი მკურნალობს პირის ღრუს წყლულებს, ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური თვისებები გამო
  • ამცირებს სისხლში შაქრის დონეს
  • ქინძი ძალიან ეფექტურია კონიუნქტივიტის დროს თვალის გამოსარეცხად
  • აუმჯობესებს მხედველობას და ხელს უშლის სხვადასხვა სახის თვალის პრობლემებს.

ეს იმ დაავადებათა  მცირე ჩამონათვალია, რასაც  ქინძი უპრობლემოდ უმკლავდება.

ეხლა გვინდა გაგიზიაროთ ერთ-ერთი მათგანის მკურნალობის მეთოდი, რაშიც ქინძი უმთავრეს როლს ითამაშებს.

ბუნებრივი საშუალება თირკმელებში ქვებისა და პანკრეასის წმენდის დროს

დაჭერით რამდენიმე ქინძისა და ოხრახუშის ფოთოლი. მოათავსეთ ორივე მცენარე ქვაბში და დაასხით იმდენი წყალი ,რომ ფოთლები მთლიანად დაიფაროს. აუცილებლად დააფარეთ თავსახური. ქვაბი მოათავსეთ გაზქურაზე და გააჩერეთ იგი 10 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ გადმოდგით ქვაბი და დაელოდეთ ნარევის გაგრილებას. (არავითარ შემთხვევაში არ ახადოთ თავსახური, სანამ ბოლომდე არ გაგრილდება).

მას შემდეგ, რაც ნარევი მთლიანად გაცივდება, მოხადეთ სახურავი და გადაწურეთ, სითხე შეინახეთ ბოთლში, რომელსაც ისევ კარგად მოხუფავთ. ერთი დღის განმავლობაში შეინახეთ გრილ და ბნელ ადგლას. მეორე დღიდან თქვენ უკვე შეგიძლიათ მისი გამოყენება. მიირთვით 1 ჭიქა ყოველ დღე. რამდენიმე დღის შემდეგ დაინახავთ, რომ შეიცვლება თქვენი შარდი და თირკმლები დაიწყებენ ყველა ტოქსინისა და მავნე ნივთიერებების მოცილებას. თქვენ მოიშორებთ მათ და გაასუფთავებთ სხეულს. გამოიყენეთ იგი უფრო ხშირად და თქვენი ჯანმრთელობა მთლიანად გაუმჯობესდება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია