გაიწმინდეთ ამ ნატურალური სასმელით ღვიძლი

2002

გაიწმინდეთ ამ ნატურალური სასმელით ღვიძლი

ღვიძლი ჩვენი ჯანმრთელობის საფუძველს წარმოადგენს და თითქმის ერთადერთი ორგანო, რომელიც აღდგენას ექვემდებარება. თუმცა, თუ მას სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ, სხვა ორგანოები დაზიანდება, რომელთა მუშაობაც ღვიძლზე არის დამოკიდებული და ბუმერანგის სახით ყველა ორგანოს დაარტყამს.

იზრუნეთ ღვიძლზე, მასზე ყველა ორგანო არის დამოკიდებული. ჯანმრთელი ღვიძლი ჯანმრთელ ორგანიზმს ნიშნავს“ – წერდა შუა საუკუნეების მეცნიერი და ექიმი ავიცენა ჯანმრთელობისთვის ბუნებრივი ფილტრის მნიშვნელობაზე.

ღვიძლის გაწმენდა სახლის პირობებში

გაქვთ ჭამის შემდეგ სიმძიმის შეგრძნება, გვერდის ტკივილი, სისუსტე, გახშირებული სუნთქვა? დროა ღვიძლის გაწმენდაზე იზრუნოთ. უმჯობესია თუ ამას მოსავლის აღების შემდეგ გააკეთებთ, რადგან ჭარხალში ამ დროს მაქსიმალური რაოდენობით საკვები ნივთიერებები არის. ეცადეთ გამოიყენოთ ფესვიანი ნაყოფი, რომელიც მოყვანილია ყოველგვარი დანამატების და ქიმიკატების გარეშე.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა დაჭრილი ჭარხალი
  • ½ ჭიქა ქიშმიში
  • 1 ლიმონის წვენი
  • 2 ჭიქა წყალი

მომზადება:

  1. გაასუფთავეთ და დაჭერით ჭარხალი პატარა კუბებად.

2. ქვაბი წყლით აავსეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. როცა წყალი ადუღდება, ჭარხალი და ქიშმიში დაუმატეთ.

3. გაზი გამორთეთ, ქვაბს თავსახური დაახურეთ. 45-60 წუთით დააყენეთ.

4. გაგრილებული ნარევი ბლენდერში გადაიტანეთ და ლიმონის წვენი დაუმატეთ.

5. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ და შედეგი მარლაში გადაწურეთ.

6. ბუნებრივი ელექსირი ღვიძლისთვის მზად არის!

7. სასმელის დალევა რეკომენდებულია დღეში 2-ჯერ 200 მლ. დილით უზმოზე და სადილის წინ.

დეტოქსიკაციის დღეს შეგიძლიათ კარგად გატარებული პიურე მარილის და ზეთის გარეშე მიიღოთ. თავად ნაყენზე მარილის ან რაიმე სანელებლის მოყრა რეკომენდებული არ არის. ეს პროცედურა უმჯობესია დასვენების დღეს ჩაატაროთ, რადგან ჭარხალს ძლიერი შარდმდენი ეფექტი აქვს.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია