ამ სანელებლის 1 კოვზი 2-ჯერ უფრო სწრაფად დააჩქარებს ჭარბი წონის კლებას და გაგათავისუფლებთ პოდაგრის, პარაზიტების და სახსრების ტკივილსგან…

1672

ამ სანელებლის 1 კოვზი 2-ჯერ უფრო სწრაფად დააჩქარებს ჭარბი წონის კლებას და გაგათავისუფლებთ პოდაგრის, პარაზიტების და სახსრების ტკივილსგან…

ჩართეთ ის თქვენს რაციონში და არდადეგების დროს წონაში კი არ მოიმატებთ, არამედ დაიკლებთ!

ეს სანელებელი წვავს კალორიებს ორჯერ უფრო სწრაფად! ჩართეთ ის თქვენს რაციონში.

ამ სანელებელს, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, აქვს მწარე გემო, რომელსაც შეუძლია თქვენს საკვებს თხილის არომატი შემატოს, ის ტრადიციულად გამოიყენება ინდურ, მექსიკურ და ჩრდილოეთ აფრიკულ კერძებში.

ხალხი მას საუკუნეების განმავლობაში იყენებდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კუმინი კარის ფხვნილისა და ჩილის ფხვნილის ძირითადი ინგრედიენტია.

გამოქვეყნდა კვლევა ჟურნალში Complementary Therapy in Clinical Practice, რომელმაც შეისწავლა და გამოსცადა ამ ძლიერი სანელებლის გავლენა ჭარბწონიანი ქალების სხეულზე.

88 ჭარბწონიანი ქალი შემთხვევითობის პრინციპით დაიყო 2 ჯგუფად. 3 თვის განმავლობაში ორივე ჯგუფმა მიიღო კვების კონსულტაცია და შეამცირა დღიური კალორიების მიღება 500-ით.

პირველი ჯგუფი ყოველდღიურად მოიხმარდა 3 გრამ (1 ჩაის კოვზზე ცოტა ნაკლებს) კუმინის ფხვნილს, რომელსაც ემატებოდა 150 მლ იოგურტი, მეორე ჯგუფი მოიხმარდა იმავე რაოდენობით იოგურტს, მხოლოდ კუმინის გარეშე.

3 თვის შემდეგ, ქალებმა, რომლებიც იოგურტთან ერთად კუმინს მიირთმევდნენ, შეძლეს საშუალოდ 50%-ით მეტი წონის დაკლება, ვიდრე ქალებმა, რომლებიც მარტო უბრალო იოგურტს მიირთმევდნენ.

კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ კუმინის ჯგუფის წევრებმა შეამცირეს სხეულის ცხიმის პროცენტი 14,4%-ით, თითქმის სამჯერ მეტი, ვიდრე მეორე ჯგუფმა, რომელიც არ მოიხმარდა კუმინს, ცხიმის წვის სანელებელს.

პირველ ჯგუფს ჰქონდა სხვა გაუმჯობესებაც.

მათ შეამცირეს სისხლში ცუდი ცხიმების დონე და ტრიგლიცერიდები დაეცა 23 პუნქტით. და ეს ყველაფერი არ არის! სხვა მაჩვენებლებმაც გააკვირვება გამოიწვია

აღნიშნული სანელებლის მომხმარებელთ ჯგუფის წევრების საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობა და სისხლის ანალიზები საგრძნობლად იყო გაუმჯობესებული, ვიდრე ექსპერიმენტის დაწყებამდე იყო..

ეს მცირე, მაგრამ საკმაოდ ინფორმაციული და საინტერესო კვლევა გვაძლევს საბაბს იმისა, რომ ვაღიაროთ კუმინის- როგორც სანელებლის დადებითი გავლენა ჩვენი საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აქვე დავძენთ იმასაც, რომ ეს არ ხდება ერთი ან ორი გამოყენების შემდგო, საუბარია სისტემატიურ მოხმარებაზე!, ამიტომ დროა არ დაიზაროთ და თქვენც გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია