თუ ოფლიანობა გაწუხებთ, ეს მეთოდები ეფექტურად დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში!..

1371

თუ ოფლიანობა გაწუხებთ, ეს მეთოდები ეფექტურად დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში!..

ოფლდენა და მისი თანამდევი პრობლემები ერთ-ერთი აქტუალური თემაა.
მოგეხსენებათ ოფლდენა მნიშვნელოვანი პროცესია. ჯერ ერთი, ოფლთან ერთად ორგანიზმიდან შლაკები გამოდის; მეორეც, ის კონდიციონერის როლს ასრულებს, რაც სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებას ემსახურება. მაგრამ სხეულის მიერ ოფლის აქტიურად გამოყოფა ყველაზე მედგარ სიცოცხლისმოყვარულებსაც კი უკარგავს ოპტიმიზმს.

გაგაცნობთ რამდენიმე მარტივ მანიპულაციას, რომლებიც ყველაზე ცხელ ამინდშიც კი სიგრილის გრძნობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ:

  • დილით მიიღეთ გრილი შხაპი. შემდეგ მთელი სხეული წყლისა და ვაშლის ძმრის ნარევით (პროპორციით 1:3) დაიზილე
  • პომიდვრის წვენიშესამჩნევად აფერხებს ოფლის ჯირკვლების  მუშაობას. ორი მწიფე პომიდვრისაგან პიურე გააკეთეთ და მთელ სხეულზე   წაისვით. 10 წუთის შემდეგ ნიღაბი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
  • სიცხეში გამოიყენეთ (სახისთვისაც და სხეულისთვისაც) ნატურალური მასალით დამზადებული პუდრი, რომელიც ცხიმს კარგად შთანთქავს.
  • ყოველ დილით დალიეთ 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრით გაზავებული ერთი ჭიქა წყალი. ეს პროცედურა ორმაგად სასარგებლოა: ვაშლის ძმარი არა მხოლოდ ოფლდენას ამცირებს, ნივთიერებათა ცვლასაც ასტიმულირებს.
  • ყურადღებით მოეკიდეთ კვებას – სიცხეში ჭამეთ ნაკლები ხორცი, ძეხვი, შებოლილი და ცხარე პროდუქტები. ალკოჰოლი და მაგარი ყავა ასევე ჭარბ ოფლდენას უწყობს ხელს. ყველაფერი ეს ორგანიზმისათვის სასარგებლო ხილით, ბოსტნეულითა და რძის მჟავე პროდუქტებით შეცვალეთ.
  • ვინც ღამით ჭარბი ოფლდენით იტანჯება, მათთვის რეკომენდებულია დღეში 1-2-ჯერ გლერძის (ეკალბუჩქა) ფესვების ნაყენი (1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე).
  • დღეში ერთხელ 10-წუთიანი ფეხების აბაზანა გაიკეთეთ. არსებობს რამდენიმე რეცეპტი, რომლებიც ფეხების ოფლიანობას ამცირებს: 3 ლიტრ თბილ წყალში პირველად ერთი სუფრის კოვზი ღვინის ძმარი ჩაასხით, მეორედ – 2 სუფრის კოვზი მინდვრის შვიტას ნაყენი, მესამედ – ნახევარი ჭიქა მუხის ქერქის ნაყენი. პროცედურის შემდეგ ფეხებზე ცივი წყალი გადაივლეთ.
  • გვირილას ანტიბაქტერიული და დამამშვიდებელი თვისებები გააჩნია. ცხელ დღეებში რეკომენდებულია გვირილაზე დამზადებული ლოსიონებისა და დეზოდორების გამოყენება.
  • სალბი ოფლის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა. 1-2 ჩაის კოვზ სალბის ფოთლებს ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 7 წუთი გააჩერეთ, გაწურეთ. დღიური დოზა – 1 ჭიქა.
  • გარგარი და მისი ნაყენი ოფლის სუნს სიმძაფრეს უკარგავს. აღმოსავლეთში ეს ჯერ კიდევ ავიცენას დროს შენიშნეს. გარდა ამისა, გარგარი მდიდარია  A, B12, C ვიტამინებით, კალიუმის მარილებით და რეკომენდებულია ჰიპერტონიისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
Facebook კომენტარები