თუ დაგიგროვდათ მარილები კისრის არეში, მაშინ მას უმკურნალეთ ამ მეთოდით. .

3498

თუ დაგიგროვდათ მარილები კისრის არეში, მაშინ მას უმკურნალეთ ამ მეთოდით. .

კისერზე მარილების დაგროვებას უწოდებენ ხერხემლის კისრის განყოფილების ოსტეოქონდროზს. იმისდა გამო, რომ ხერხემლის კისრის განყოფილება წარმოადგენს ორგანიზმის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს, კისრის არეში დარღვევები იწვევენ მთელი ორგანიზმის სერიოზულ პრობლემებსაც.

კარგად მოგეხსენებათ ისიც, რომ კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავენ კისრის, სახის და თავის ქალის ქსოვილებს. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზისთვის დამახასიათებელია:

თავის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც გადაეცემა მხარს, წინამხარსა და თითებს; ჩხვლეტის შეგრძნება ამ მიდამოში, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, თავბრუდახვევა, ყურების შუილი, მხედველობისა და სმენის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება.დღეს კი გთავაზობთ ეფექტურ საშუალებას კისრის ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ.

მომზადება:

გაფრცქვენით და გახეხეთ სახეხზე 1 საშუალო ზომის კარტოფილი, დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. გამდნარი ერბო, 1 ს.კ. მარილი, 4-5 კბილი გახეხილი ნიორი, 1 ჩკ. კოჭა (იმბირი) და 4-5 ც. გახეხილი ბოლოკი. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და გაანაწილეთ დოლბანდზე.

დაიდეთ კომპრესი კისრის არეში, დააფარეთ კომპრესის ქაღალდი ან ცელოფანი და თბილად შეიხვიეთ. 2 საათის შემდეგ საფენი მოიხსენით, კანი გაიწმინდეთ თბილი ხელსახოცით და წაისვით სოჭის ზეთი. მკურნალობის კურსი – დღეში ერთხელ 7-10 დღის განმავლობაში.

მთავარია არ დაიზაროთ და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გამოიყენოთ ეს საშუალება!!

Facebook კომენტარები