სახიდან ზედმეტი თმის მოშორების ბუნებრივი მეთოდები-გაიგეთ მეტი!

738

სახიდან ზედმეტი თმის მოშორების ბუნებრივი მეთოდები-გაიგეთ მეტი!

სახიდან ზედმეტი თმის მოშორების უამრავი გზა არსებობს, სხვადასხვა სახის ეპილაცია და ძვირადღირებული მეთოდოები სულაც არ არის საჭირო, თქვენ შეგიძლიათ ამ პრობლემას თავად გუამკლავდეთ- მხოლოდ ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით. ყურადღებით გაეცანით ჩამოთვლილ რჩევებს და გაითვალისწინეთ.

1. შვრიის პასტა+თაფლი+ლიმონის წვენი

აურიეთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები ფაფისებური მასის მიღებამდე, წაისვით სასურველ არეზე და გაიჩერეთ 15 წუთით. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 3-ჯერ და 1 თვის შემდეგ ზედმეტი თმის პრობლემა მოგვარდება!

2. შაქარი+წყალი+ლიმონის წვენი

ეს პროცედურა ცვილის პროცედურას გაქვს, თუმცა უფრო ნაკლებად მტკივნეული და მეტად ეფექტურია.

3. პაპაია+რძე
თუ გირჩევნიათ მოშორების ნაცვლად თმა გაიღიავოთ, მაშინ ეს პროცედურა თქვენთვისაა. აურიეთ ½ ჭ პაპაია და 1 ს/კ რძე, ნელი მოძრაობებით შეიზილეთ სასურველ არეზე, გაიჩერეთ 10-15 წუთით და ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ კვირაში ერთხელ.

4. კვერცხი+შაქარი+სიმინდის ფქვილი
ეს ინგრედიენტები ეფექტურია ზედმეტი თმის მოსაშორებლად, გარდა ამისა, კვერცხი სასარგებლო ნივთიერებებით გააჯერებს კანს.

5. პიტნის ჩაი

ზედმეტი თმის გამოჩენა ხშირად ჰორმონალური დარღვევეთ არის გამოწვეული, პიტნის ჩაი ამ პრობლემის დროს საუკეთესო საშუალებაა. მიიღეთ დღეში ორჯერ. ის მოაწესრიგებს ჰორმონების გამოუშავებას და შეამცირებს თმის ზრდას.

6. ლავანდა+ჩაის ხის ეთერზეთი

ეს საშუალებაც ეფექტურია ჰორმონული დარღვევების დროს. აურიეთ 1 ჩ/კ ლავანდა და 4-6 წვეთი ჩაის ხის ზეთი, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და წაისვით სასურველ არეზე. გაიჩერეთ რამდენიმე საათით, გაიმეორეთ დღეში 2-ჯერ.

7. ქერის სკრაბი

პარსვის და ცვილის პროცედურების შემდეგ კანი უხეშდება, ქერის სკრაბი დაგეხმარებათ სირბილის შენარჩუნებასა და გლუვი ეფექტის მიღწევაში. აურიეთ თითო ჩ/კ ლიმონის წვენი, ქერის ფქვილი და რძე, შეიზილეთ კანზე.

8. ფორთოხლისა და ლიმონის ქერქის ნიღაბი
ეს პროდუქტები სასარგებლო თვისებების წყალობით ეხმარება კანს. აიღეთ ორივე ინგრედიენტი თითო-თითო ჩ/კ და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, შვრია და ვარდის წყალი სურვილისამებრ.

იზრუნეთ საკუთარ კანზე ბუნებრივი საშუალებების დახმარებით!


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vap.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.  ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია