არასოდეს არ აურიოთ ეს დანამატები ერთმანეთს!

727

არასოდეს არ აურიოთ ეს დანამატები ერთმანეთს!

ფრთხილად იყავით!

დღესდღეობით ადამიანები უფრო მეტად ღებულობენ სხვადასხვა სახის მედიკამენტებს და დანამატებს ურევებენ ერთმანეთში, ვიდრე ოდესმე. გარდა ამისა, ისინი უფრო მეტი სახის დანამატებსაც იყენებენ - ყველაფერს მინერალების და ვიტამინის აბებიდან დაწყებული სელის ზეთებამდე და თევზზის ქონამდე" დამთავრებული. მათი უმრავლესობა ნამდვილად დანამატია და მათი კომბინაცია მედიკამენტებთან შეიძლება უფრო სარისკო იყოს, ვიდრე რეალურად ამაზე ბევრი ფიქრობს.

ასევე შეიძლება სერიოზული შინაგანი სისხლდენის რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ თუ სისხლის გამათხელებლების მიღებისას სხვა სახის დანამატებსაც იღებთ. ზოგიერთმა ჩვენგანმა კი არც კი იცის იმ მედიკამენტების შემცირებული ეფექტურობის შესახებ, რომლებსაც ისინი იღებენ ორსულობის თავიდან ასაცილებლად ან გარკვეული ინფექციების გასაკონტროლებლად.

ექსპერტის გაფრთხილება

დევიდ ს. სერესის აზრით, ყველაფერი, რაც ბუნებრივია, ყოველთვის არ არის უსაფრთხო. ის განმარტავს, რომ სხვადასხვა დანამატების გამოყენების მიზეზები ეფუძნება დიდ პოპულაციებზე ფოკუსირებას, რომლებიც იყენებენ გარკვეულ ნივთიერებებს, როგორც ჩანს, მათ ამის ფონზე აღენიშნებათ უკეთესი ჯანმრთელობის შედეგები. თუმცა, როდესაც ეს ნივთიერებები მიიღება დანამატების სახით, ისინი უფრო კონცენტრირდება. ის ასევე დასძენს, რომ მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ ტოქსიკურობისა და ურთიერთქმედების პოტენციალი სხვა პრეპარატებთან დანამატების გამოყენებისას.

ფრთხილად უნდა იყოთ ამ კომბინაციებთან, როდესაც იყენებთ დანამატებს სხვადასხვა მედიკამენტებთან და სხვა მცენარეულ დანამატებთან ერთად.

თევზის ზეთი:

წამლის ურთიერთქმედება: თევზის ზეთის ან როგორც სხვაგვარად ეძახიანი თევზის ქონის გამოყენებამ არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებებთან ერთად შეიძლება გააძლიეროს მედიკამენტების ეფექტი და მნიშვნელოვნად შეამციროს არტერიული წნევა. ასევე, ფრთხილად იყავით თევზის ზეთის მიღებისას სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც ზრდის სისხლდენის რისკს. ასეთი წამლების მაგალითებია იბუპროფენი, ასპირინი და ნაპროქსენი.

დამატებითი ურთიერთქმედება: როდესაც თქვენ მოიხმართ თევზის ზეთს დიდი დოზებით მცენარეულ საშუალებებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას, ამან პირიქით შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა.

მელატონინი:

წამლის ურთიერთქმედება: მელატონინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. როდესაც იღებთ სედატიურ საშუალებებს, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები და სხვა ანტიდეპრესანტები, ამან შეიძლება გამოიწვიოს უკიდურესი ძილიანობა. მელატონინს ასევე შეუძლია შეანელოს სისხლის შედედება და არ უნდა იქნას მიღებული ანტიკოაგულანტებთან ერთად, როგორიცაა ვარფარინი ან ჰეპარინი. ამან შეიძლება გაზარდოს სისხლდენის და სისხლჩაქცევების რისკი. ხოლო არტერიული წნევის წამლების მიღებისას მოერიდეთ მელატონინს, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს თქვენი წნევა.

დამატებითი ურთიერთქმედება: როდესაც იყენებთ მელატონინს სხვა დამამშვიდებელ თვისებებთან ერთად, როგორიცაა ვალერიანა და წმინდა იოანეს ვორტი, ამან შეიძლება გააძლიეროს მელატონინით გამოწვეული ეფექტები და გვერდითი მოვლენები.

კალციუმი:

დამატებითი სარგებელი: მას აქვს უთვალავი სარგებელი სხეულისთვის, როგორიცაა ძლიერი ძვლების აშენება და შენარჩუნება. ასევე თქვენი კუნთები, ნერვები და გული გამართულად ფუნქციონირებს კალციუმის წყალობით. თუმცა ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ როდესაც კალციუმი გამოიყენება D ვიტამინთან ერთად, მას შეიძლება ჰქონდეს მეტი სარგებელი, როგორიცაა დაცვა მაღალი წნევისა და დიაბეტისგან.

დამატებითი ურთიერთქმედება: მას შეუძლია ხელი შეუშალოს სხვადასხვა მედიკამენტების მუშაობას, როგორიცაა ბისფოსფონატები, მათ შორის ალენდრონატი, ანტიბიოტიკები ტეტრაციკლინში. მას ასევე შეუძლია ურთიერთქმედება არტერიული წნევის ზოგიერთ წამალთან და ქინოლონების ოჯახებთან, როგორიცაა ლევოთიროცინი, რომელიც მკურნალობს ჰიპოთირეოზის განვითარებას.

მცენარე წმინდა იოანეს ვორტი:

წამლის ურთიერთქმედება: როდესაც იღებთ წმინდა იოანეს ვორტი ზოგიერთ ანტიდეპრესანტთან ერთად, ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენს ორგანიზმში სეროტონინის ძალიან მაღალი დონე. ასევე ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა კრუნჩხვები და კუნთების სიმტკიცე. წმინდა იოანეს ვორტმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს სხვა მედიკამენტების ნაკლებეფექტურობა, როგორიცაა აივ-ის წამლები, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სისხლის გამათხელებლები. იშვიათ შემთხვევებში, მას შეუძლია ურთიერთქმედება ზოგიერთ შაკიკის სამკურნალო საშუალებებთან, როგორიცაა ზოლმიტრიპტანი და სუმატრიპტანი. ამან შეიძლება გაზარდოს სეროტონინის სინდრომის შანსებიც

ვიტამინი D

წამლის ურთიერთქმედება: D ვიტამინმა შეიძლება შეამციროს ქოლესტერინის დამწევი საშუალებების ეფექტურობა, როგორიცაა ატორვასტატინი. მას ასევე შეუძლია ხელი შეუშალოს მაღალი წნევის ზოგიერთ მედიკამენტს. როდესაც თქვენ მოიხმართ D ვიტამინის მაღალ დოზებს დიურეზულთან ერთად, ამან შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში კალციუმის ჭარბი რაოდენობა და ასევე გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.

თუთია

წამლის ურთიერთქმედება: როდესაც იყენებთ ანტიბიოტიკს ტეტრაციკლინთან ან ქინოლონთან ერთად, თუთიის დანამატები ართულებს ზოგიერთი წამლის შეწოვას. იმის დასადასტურებლად, რომ მიიღეთ ანტიბიოტიკის სწორი რაოდენობა, მიიღეთ თუთიის დანამატების მიღებიდან ორი საათით ადრე ან ექვსი საათის შემდეგ. იგივე ეხება პენიცილამინს, რომელიც ხშირად გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. დარწმუნდით, რომ იღებთ თუთიის დანამატებს ამ მედიკამენტების მიღებამდე ორი საათით ადრე, რათა შეაჩეროთ პენიცილამინის ცუდი შეწოვა.

ნიორი

წამლის ურთიერთქმედება: ნიორს აქვს უთვალავი სარგებელი თქვენი ორგანიზმისთვის, როგორიცაა ქოლესტერინის და არტერიული წნევის დაქვეითება. თუმცა, ამან შეიძლება გაზარდოს სისხლდენის შანსები შედედების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად მიღებისას, როგორიცაა სისხლის გამათხელებლები. ის ასევე ხდის საქვინავირს ნაკლებად ეფექტურს აივ ინფექციის წინააღმდეგ. გარდა ამისა, მას შეუძლია შეამციროს სისხლში შაქრის დონე, რაც გავლენას ახდენს სხეულის საჭიროებაზე ინსულინის მიმართ.

დასკვნა

გონივრული იქნება მომხმარებლებმა ექიმთან განიხილონ მათ მიერ გამოყენებული დანამატები. თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ მცენარეული და სხვა დანამატების მომხმარებელთა 25% ამას არ აკეთებს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია