ცნობილია, რომ ნიორი ერთ-ერთი ძლიერმოქმედი სამკურნალო საშუალებაა! მისგან მომზადებულ ამ ფასდაუდებლ ნარევს კი ბებია ყოველთვის გვიმზადებს. . 

937

ნიორი

ცნობილია, რომ ნიორი ერთ-ერთი ძლიერმოქმედი სამკურნალო საშუალებაა. ძალიან კარგია გულის დაავადებების წინააღმდეგ, ებრძვის ინფექციებს, ნაწლავების დაავადებებს და ზედმეტ წონას. სწორედ ამიტომაც მინდა გასწავლოთ იმ წამლის რეცეპტი, რომელიც გაციების დროს უებარია და დაგიცავთ ყოველგვარი დაავადებისგან

1 ს/კ ზეითუნის ზეთს დაამატეთ 1/4 ჩ/კ გახეხილ ნიორი, კარგად აურიეთ და მიიღეთ დღეში 1-2-ჯერ. კარგია გაციების სეზონის წინ იმუნური სისტემის მოსაძლიერებლად. ამ წამალს გრიპის სეზონის დაწყებისთანავე 2-3 კვირის განმავლობაში ვასმევ ჩემი ოჯახის წევრებს. უმჯობესია ყოველდღიურად ახალი ულუფის მომზადება. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენ სერიოზული ინფექცია არ შეგვხვედრია. გარდა ამისა, ჩემს მეუღლეს და მე (ორივე 60-ს გადაცილებული ვართ) საგრძნობლად გაგვიუმჯობესდა საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოგვიწესრიგდა კუჭ-ნაწლავის მუშაობა, წნევა, მოგვეხსნა გულის პრობლემებიც

ექიმის კომენტარი: ნიორი მართლაც მრავალმხრივი სამკურნალო თვისებებით ხასიათდება, მას აქვს ანტიპარაზიტული და ანტიბაქტერიული მოქმედება. აუმჯობესებს ნაღვლის სეკრეციას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციებს, ასტიმულირებს გულის მუშაობას და აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს.

ნიორი გამოიყენება რესპირატორული დაავადებების ეპიდემიათა მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ნივრის დადებითად მოქმედება გულის მუშაობაზე არის ნივთიერება ალიცინის დამსახურება, რომელიც ნიორს აძლევს მისთვის დამახასიათებელ მკვეთრ სუნს. ალიცინის ნაწილაკები რეაქციაში შედის სისხლის უჯრედებთან — ერითროციტებთან. შედეგად წარმოიქმნება გოგირდწყალბადი, რომელიც ამცირებს სისხლძარღვების კედლის დაჭიმულობას.

თუმცა ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ნივრის საფუძველზე დამზადებული საკვები დანამატების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. გოგირდწყალბადს საკმაოდ უსიამოვნო სუნი აქვს. მცირე რაოდენობით კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს უჯრედების ურთიერთქმედების პროცესში. სისხლძარღვების შიგნით ეს ნივთიერება ააქტიურებს სისხლის დინებას, რაც ზრდის სასიცოცხლო ორგანოებისათვის ჟანგბადის მიწოდებას, აქვეითებს სისხლის წნევას და ამცირებს გულზე დატვირთვას.

ექსპერიმენტის ფარგლებში მკვლევრებმა თაგვის სისხლძარღვი მოათავსეს ნივრის წვენით სავსე ჭურჭელში. სისხლძარღვის კედლის დაჭიმულობა 72%-ით შემცირდა. მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ერითროციტები, რომლებიც განიცდიდნენ ნივრის წვენის ზემოქმედებას ერთი წუთის განმავლობაში, მაშინვე იწყებდნენ გოგირდწყალბადის გამომუშავებას. ნივრის სამკურნალო თვისებების მეცნიერული შესწავლა კვლავ გრძელდება. ამ უნიკალური მცენარის პრეპარატები უკვე კვებითი დანამატების ნუსხაშიც გამოჩნდა.

Facebook კომენტარები