თუ გული გაწუხებთ, გირჩევთ აუცილებლად მოამზადოთ ნაყენი, რომელიც მხოლოდ გულის მუშაობას კი არ მოგიწესრიგებთ, ნაყენი ნაწლავებს ჭიებისგანაც ათავისუფლებს!

1829

თუ გული გაწუხებთ, გირჩევთ აუცილებლად მოამზადოთ ნაყენი, რომელიც მხოლოდ გულის მუშაობას კი არ მოგიწესრიგებთ, ნაყენი ნაწლავებს ჭიებისგანაც ათავისუფლებს!

თუ გული გაწუხებთ, გირჩევთ აუცილებლად მოამზადოთ ნაყენი, რომელიც მხოლოდ გულის მუშაობას კი არ მოგიწესრიგებთ, მთელ ორგანიზმს გაგიმაგრებთ, კუჭისა და ნაწლავების მუშაობას გააუმჯობესებს.

თქვენი გუნება აღარ იქნება დამოკიდებული ამინდის ცვალებადობაზე. მე ამაში თავად დავრწმუნდი — თითქმის ყოველ ზამთარს ვსვამ ამ უებარ წამალს. 8 ძირას თესლი დაფქვით, დაამატეთ 200 გ შაქრის ფხვნილი და დაასხით 1 ლ არაყი. დადგით ორი კვირის განმავლობაში, პერიოდულად ბოთლი შეანჯღრიეთ, რომ ძირაში შემავალი ეთერზეთი მთლიანად გადავიდეს ნაყენში.

ორი კვირის შემდეგ ნაყენი გაწურეთ. მიიღეთ 25-30 გ ჭამის შემდეგ. … ძალიან მალე იგრძნობთ, რომ გული უკეთ მუშაობს, გარდა ამისა, გაგიუმჯობესდებათ მადა, თუ გაზები გაწუხებთ, ეს პრობლემაც მოგეხსნებათ. ნაყენი ნაწლავებს ჭიებისგანაც ათავისუფლებს. ბოლო დროს არაერთი წერილი წავიკითხე იმის შესახებ, რომ, თურმე, ბევრი საშინელი დაავადების მიზეზი სწორედ ჭიები ყოფილა, რომელთა ჩვენს ორგანიზმში არსებობის შესახებ ხშირად არც კი ვიცით.

ასე რომ, ძირას ნაყენით ორგანიზმსაც გაისუფთავებთ და გულსაც გაიმაგრებთ.

ექიმის კომენტარი: ძირას თესლი მდიდარია ცხიმოვანი ზეთით, ცილებით, ფლავონოიდებით, აგრეთვე, ეთერზეთით, რომელიც სურნელოვან ნივთიერებებს შეიცავს. ძირას ნაყენი აუმჯობესებს მადას, ზრდის კუჭის მოტორულ და სეკრეტორულ აქტიურობას, ააქტიურებს ნაღვლის გამოყოფას.

მაგრამ ძირას ძირითადი ფარმაკოლოგიური ეფექტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი კუნთების სპაზმის მოხსნა და კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს ფერმენტული პროცესების შებოჭვაა. გარდა ამისა, ძირას შარდმდენი და ლაქტოგენური (მეძუძურ დედებში რძის გამოყოფას ააქტიურებს) მოქმედებაც აქვს, ხელს უწყობს ლორწოსა და ნახველის გამოყოფას. ძირას პრეპარატები გამოიყენება ნაწლავების ფუნქციის დარღვევისა და სპაზმური მდგომარეობების დროს. მათ ნიშნავენ გასტრიტის, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის დროს.

ძირას სასუნთქი გზების დაავადებათა დროსაც იყენებენ. იგი სხვადასხვაგვარ ფიტოთერაპიულ რეცეპტთა შემადგენლობაშიც შედის და გამოიყენება კომბინირებული მკურნალობისათვის. გულის მუშაობაზე ამ მცენარეს დადებითი ეფექტი შესაძლოა მის სპაზმოლიზურ და ზოგადგამაჯანსაღებელ მოქმედებას უკავშირდებოდეს.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები