მიხაკის 5 სასარგებლო თვისება ჯანმრთელობისთვის, რომელიც აქამდე არ იცოდით

2083

მიხაკის 5 სასარგებლო თვისება ჯანმრთელობისთვის, რომელიც აქამდე არ იცოდით

მიხაკს უძველესი დროიდან იყენებდნენ როგორც სამკურნალო მცენარე. მისი სამკურნალო თვისებები გამოიყენება არა მხოლოდ ხალხურ მედიცინაში, არამედ ფარმაკოლოგიაშიც კი. ამ სტატიის დახმარებით გვინდა  გაგაცნოთ მიხაკის რამდენიმე ძალიან ეფექტური რეცეპტი.

1. საჭმლის მომნელებელი პრობლემების სამკურნალო საშუალება.

მიხაკი შესანიშნავი წამალია საჭმლის მონელების პრობლემებისა და მეტეორიზმის დროს.
ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით, ის იდეალურია გაზების გასათავისუფლებლად და საჭმლის მონელებისთვის. გარდა ამისა, მიხაკის ექსტრაქტები შეიძლება გამოყენებულ იქნას წყლულების სამკურნალოდ.

ინგრედიენტები

  • 5 ცალი მიხაკი
  • 1 ჭიქა წყალი

მომზადება და გამოყენება

აადუღეთ 250 მლ წყალი. როდესაც წყალი ადუღდება, დაამატეთ მიხაკი. შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და გააჩერეთ მიხაკი  წყალში 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და დალიეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 2-ჯერ  3 დღის განმავლობაში საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

2. ყელის ტკივილის მკურნალობა.

მიხაკის ანტიმიკრობული თვისებები ხელს უწყობს ყელის გაღიზიანებული მიკროორგანიზმების აღმოფხვრას.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩაის კოვზი დაჭრილი მიხაკი (5 გრ)
  • 1 სუფრის კოვზი ბოლოკი (15 გრ)
  • თაფლი (15 გრ)
  • თბილი წყალი (200 მლ)

როგრო გამოვიყენოთ?

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და მოათავსეთ1 ჭიქა თბილ წყალში. გამოივლეთ ყელი მიღებული ნარევით 2-3 წუთის განმავლობაში.გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ დღე, სანამ უკეთესად არ იგრძნობთ თავს.

3. პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის.

მიხაკის ანტიმიკრობული თვისებები ხელს უწყობს პირის ღრუს ინფექციების პროფილაქტიკას და მკურნალობას,ასევე ებრძვის უსიამოვნო სუნს.

მიხაკი არა მხოლოდ ხელს უწყობს ბაქტერიების ზრდის შემცირებას, რომლებიც იწვევენ ღრძილების დაავადებებსა და ინფექციებს, არამედ ამცირებენ ნადებსა და უსიამოვნო სუნს.

ინგრედიენტები

  • ოხრახუშის 2 ტოტი
  • 3 მიხაკი
  • 2 ჭიქა წყალი (400 მლ)

მომზადება და გამოყენება:

თავდაპირველად აადუღეთ წყალი. წყალი რომ ადუღდება, დაუმატეთ ოხრახუში და მიხაკი. ამის შემდეგ დაუწიეთ გაზს და გააჩერეთ 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დააფარეთ სახურავი და გააჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში. დალიეთ მიღებული სასმელი დღეში 3-ჯერ საუკეთესო შედეგის მისაღებად.

4. ღვიძლის მკურნალობა.

მიხაკი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ევგენოლს, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ღვიძლის ჯანმრთელობისთვის. ასევე სასარგებლოა ციროზის სამკურნალოდ.

ინგრედიენტები:

  • 5 ცალი მიხაკი
  • 1 ჭიქა წყალი (200 მლ)
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი (15 გრ)

გამოყენება:
პატარა ქვაბში აადუღეთ წყალი და  დაამატეთ მიხაკი. შემდეგ ქვაბს გადააფარეთ ნაჭერი და გააჩერეთ 10 წუთი. ამის შემდეგ გადაწურეთ და სითხეს დაუმატეთ თაფლი. მიირთვით მიღებული ნარევი დღეში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში.

5. შესანიშნავი ხველების დამამშვიდებელი საშუალებაა.

ეს ბუნებრივი ინგრედიენტი შესანიშნავია ხველისა და სხვა რესპირატორული მდგომარეობების სამკურნალოდ. მისი თვისებები ხელს უწყობს ფილტვების ინფექციის მქონე ვირუსებსა და ბაქტერიების მკურნალობას. უფრო მეტიც, მიხაკი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.

ინგრედიენტები

  • 3 მიხაკი
  • 1 ჭიქა წყალი (200 მლ)
  • 1/2 ლიმონის წვენი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი (15 გრ)

როგორ გამოვიყენოთ

აადუღეთ წყალი, შემდეგ დაუმატეთ მიხაკი და ლიმონის წვენი.გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ კი დაამატეთ თაფლი. დაელოდეთ ცოტა შეგრილებას და დალიეთ. მიიღეთ ეს სითხე ყოველ დღე საღამოს ძილის წინ, სანამ სიმპტომები არ გაქრება.

Facebook კომენტარები