კურკუმა და კიტრი- საუკეთესო 2-ინგრედიენტიანი ნიღაბი ჯანსაღი და ბრწყინვალე კანისთვის

1369

კურკუმა და კიტრი- საუკეთესო 2-ინგრედიენტიანი ნიღაბი ჯანსაღი და ბრწყინვალე კანისთვის

ყველამ კარგად ვიცით, რომ კიტრი თითოეული სილამაზის აუცილებელი ნაწილია ეფექტური დატენიანებისა და გაგრილების ეფექტის გამო. კიტრი სახის კანისთვის არამარტო დამატენიანებელი ნიღბების საფუძველია, წვენი და რბილობი ხელს შეუწყობს კანის ოდნავ გაღიავებას, უფრო მქრქალ და ჯანმრთელს გახდის მას. ბოსტნეულის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა გზით, რაც დამოკიდებულია კანის საჭიროებებზე. წყლის გარდა, ეს ბოსტნეული შეიცავს უამრავ მინერალს და ვიტამინს, რომლებიც ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციებს. 

კიტრი შესანიშნავი მატონიზირებელია სახის კანისთვის.კიტრი მდიდარია კალიუმით, კალციუმით, ნატრიუმით, მაგნიუმით, იოდით. ამ შემადგენლობის წყალობით, კიტრის წვენი და რბილობი შესანიშნავად ატენიანებს კანს, ასუფთავებს, ხდის გლუვს, ათეთრებს და კვებავს.

მაგრამ თქვენი კანი უფრო მიმზიდველი გახდება, თუ კიტრს და კურკუმას შეუთავსებთ ერთმანეთს. ზოგიერთ კვლევაში მტკიცდება, რომ კურკუმა ძლიერი ინგრედიენტია კანის ტონის შენარჩუნებისა და კანის გაახალგაზრდავებისთვის. იგი შეიცავს ბევრ ანტიბაქტერიულ, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ თვისებებს, ამიტომ თქვენი სახის ნიღაბი შესანიშნავი იქნება.

ამ ჯადოსნური ნიღაბის მოსამზადებლად გჭირდებათ 2 ინგრედიენტი: 

  • ½ კიტრი
  • ½  ჩ/კ კურკუმა

როგორ მოვამზადოთ?

აიღეთ ნახევარი კიტრი და მოათავსეთ ბლენდერში. შემდეგ დაამატეთ 1/2 ჩაის კოვზი დაფქვილი კურკუმა და ათქვიფეთ. როდესაც მასა მიიღებს ერთგვაროვან კონსისტენციას, სახის ნიღაბი უკვე მზად იქნება. მიღებული ნიღაბი  წაისვით სახეზე დაგაიჩერეთ 15-20 წუთი. დროის გასვლის შემდეგ, ნიღაბი ჩამოიბანეთ სუფთა წყლით. სასურველია აღნიშნული ნიღაბი გამოიყენოთ ღამით, ძილის წინ

წაისვით ეს ნიღაბი თქვენს სახეზე კვირაში რამდენჯერმე, თუ გსურთ სწრაფად იხილოთ შესანიშნავი შედეგი.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია