თუ მეხსიერების პრობლემა გაწუხებთ, როზმარინს შეუძლია ამ პრობლემის მოგვარებაში მარტივად დაგეხმაროთ!

1812

თუ მეხსიერების პრობლემა გაწუხებთ, როზმარინს შეუძლია ამ პრობლემის მოგვარებაში მარტივად დაგეხმაროთ!

როზმარინი ცნობილი ბალახია მედიცინაში, რომელსაც ასევე იყენებენ სამზარეულოში მრავალი საუკუნის განმავლობაში. ალბათ გასაკვირია, რომ როზმარინი მჭიდრო კავშირშია მეხსიერების გაძლიერებასთან.

მაგრამ ამ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე სამეცნიერო გამოკვლევას, რომელიც ამყარებს იმ ფაქტს, რომ როზმარინი მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის მეხსიერებაზე.

2003 წელს ჩატარდა კვლევა, თუ როგორ მოქმედებს როზმარინის ზეთის ინჰალაცია მეხსიერების ხარისხზე. გამოიკვლიეს მეხსიერების ზოგადი ფაქტორები და მონაწილეების მეორადი მეხსიერება. 2012 წელს კი ერთმა კვლევამ, რომელშიც შეისწავლეს საშუალო ასაკის 75 წლის 28 ადამიანი, აღმოაჩინა მათი კოგნიტური ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება როზმარინის გამხმარი ფოთლების სუნის გამო. დაადგინეს, რომ ცინეოლი, როზმარინის ნაერთი, დადებითად მოქმედებს კოგნიტურ ფუნქციაზე და განწყობაზე. გაფართოებულმა კვლევამ დაადასტურა მეხსიერების 75% -იანი გაუმჯობესება როზმარინის ეთერზეთის გამოყენების შემდეგ.

გაგიკვირდებათ, თუ გაიგებთ, რომ როზმარინის არომატს შეუძლია ცხვირიდან მოხვდეს სისხლის ნაკადში ან ადვილად მოხვდეს პირდაპირ ტვინში. ეს კი ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანის მეხსიერებაზე.

როზმარინის მოყვანა ძალიან ადვილია ბაღში. ეს ასევე არის ჯანსაღი ინგრედიენტი სამზარეულოში. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ აიღოთ როზმარინის ბუჩქი და გააშროთ რადიატორზე ან მზეზე,შემდეგ კი ფოთლები ჩაყაროთ ქილაში და შეგიძლიათ გამოიყენოთ, როცა მოგინდებათ. ხელნაკეთი როზმარინის ფხვნილი უფრო არომატულია, ვიდრე ის, რასაც მაღაზიაში ყიდულობთ.

მეხსიერების გასაუმჯობესებლად სცადეთ გამოიყენოთ როზმარინის ზეთი ან როზმარინის ფხვნილი.

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები