ბანანისა და კრაზანის კომბინაცია შესანიშნავად აახალგაზრდავებს სახის კანს
სახის კანის მოვლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა, სანამ მასზე ზრუნვას დავიწყებთ, უნდა გავიგოთ, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს - მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული/მგრძნობიარე.
მიუხედავად კანის ტიპისა, ყოველდღიური რუტინა შედგება დილა-საღამოს პროცედურებისგან.
თავისმხრივ, პროცედურებიც ოთხ ძირითად ნაწილის მოიცავს:
- გაწმენდა - შევარჩიოთ შესაბამისი გამწმენდი საშუალება, რათა მოვიშოროთ მჭიდროდ ჩამჯდარი ჭუჭყის ნაწილაკები. მშრალი კანის შემთხვევაში სახე დავიბანოთ დღეში არაუმეტეს ორჯერ.
- შრატი - შრატი არის კანის მოვლის საშუალება , რომელიც გაწმენდის შემდეგი ეტაპია. მისი მიზანია კანის დატენიანება, ვიტამინებით გამდიდრება. უზრუნველყოფს კანის ყველაზე რთულად შეღწევადი ნაწილების, ღრმა შრეების დატენიანებასა და ერთფეროვანი ზედაპირის სტრუქტურას. შრატის გამოყენება რეკომენდირებულია დილის საათებში.
- დატენიანება - დატენიანების სხვადასხვა საშუალება არსებობს კანის ტიპის შესაბამისად. ცხიმიანი კანის ტიპის შემთხვევაში რეკომენდირებულია გელ-კრემის და არაკომედოგენული საცხის გამოყენება. მშრალი კანის შემთხვევაში კი არჩევანი მრავალფეროვანია.
- მზისგან დაცვა - მზისგან დამცავი საშუალება სასურველია კანზე დავიტანოთ სახლიდან გასვლამდე 15 წუთით ადრე, რათა თავიდან ავიცილოთ მზის სხივების აქტიური ზემოქმედება. მით უფრო თუ თქვენი კანი მიდრეკილია პრობლემურობისკენ ან აკნესკენ.
39 წლის ვარ. რაც თავი მახსოვს, სახის კანს მოვლას არ ვაკლებ. მიუხედავად ამისა, რო-
დესაც წელს ზღვაზე დასვენების შემდეგ შინ დავბრუნდი, ლამის გული გამისკდა — კანი გამოფიტული და მოშვებული მქონდა, ნაოჭები — მომრავლებული.
მეგობრებს შევჩივლე და შედეგმაც არ დააყოვნა — მეორე დღესვე მაგიდაზე მშრალი კანის მოსავლელი უამრავი რეცეპტი გაჩნდა. ყველას ის ვამჯობინე,
რომელიც უკვე ნაცადი მქონდა:
უნდა აიღოთ 5 გრამი კრაზანას ახალმოკრეფილი ყვავილი და დაასხათ ცოტაოდენი მზესუმზირას ზეთი, 2 კვირა გააჩეროთ სიცივეში და გადაწუროთ.
ეს ნაყენი კარგია ნაოჭების პროფილაქტიკისთვის. რაც შეეხება მოშვებული კანის მოჭიმვას, ამას მშვენივრად ახერხებს ბანანის ნიღაბი:
მწიფე ბანანი კარგად გასრისეთ, დაამატეთ იმდენი კარტოფილის ფქვილი, რომ არა-
ჟნისმაგვარი მასა მიიღოთ. ნიღბის გაკეთებამდე სახეზე წაისვით ჩვეული მკვებავი კრემი, შემდეგ კი სახე ბანანის ფაფით დაიფარეთ. ნიღაბი რომ გაშრება, ახალი ულუფა წაისვით.
ზემოდან შეგიძლიათ დოლბანდი დაიფაროთ, რომ სწრაფად არ გამოშრეს.
ნიღაბი უნდა გაიჩეროთ 30-40 წუთი და ბამბის ტამპონით მოიშოროთ. მკურნალობის კურსი 10 პროცედურაა.