ფრჩხილის ჩაბრუნება საშინელი პროცესია, თუმცა ნუ დამწუხრდებით, დღეს გასწავლით ყველაზე ეფექტურ მეთოდებს
ფეხის დიდ თითზე ფრჩხილის ჩაზრდას მრავალი უსიამოვნების მიყენება შეუძლია, ზოგჯერ ოპერაციაც კი ხდება საჭირო.
როცა ერთი ქუთაისელი ქალბატონისგან ფრჩხილის ჩაზრდის სამკურნალო ერთ-ერთი მეთოდის შესახებ შევიტყვე, მახსოვს, აღმაშფოთა კი ამ ბარბაროსობამ, მაგრამ გავიდა ხანი და ფრჩხილი თავად ჩამეზარდა.
გამახსენდა ოდესღაც გაგონილი რეცეპტი და წყალწაღებულივით ჩავებღაუჭე, რადგან თითი აუტანლად მტკიოდა:
გავიკეთე ფეხის ცხელი წყლის აბაზანა, დავიჭერი ფრჩხილები, ნაწილობრივ მოვიჭერი ჩაზრდილი ფრჩხილიც, დავიმუშავე სპირტით და ფრჩხილის შუა ნაწილში გავიკეთე 3 მმ-იანი ღარი. ერთ კვირაში ტკივილი გამიქრა, ანთებაც ჩაცხრა.
რამდენიმე ხანში ღარი შეხორცდა, ფრჩხილი კი მის შემდეგ აღარ ჩამზრდია.
აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ფეხის დიდ თითზე ფრჩხილს ვიჭრი სწორად (და არა რკალისებურად), რათა ხელმეორე ჩაზრდა თავიდან ავიცილო.
მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ქუთაისელ ქალბატონს, რომელმაც მკურნალობის ეს „ბარბაროსული“ მეთოდი.
მასწავლა.
ჩაბრუნებული ფრჩხილის სამკურნალოდ არის ასეთი ხალხური საშუალებებიც:
ფეხი უნდა დავილბოთ ცხელ სოდიან წყალში (1 სუფრის კოვზი სოდა 1 ლიტრ წყალზე), შემდეგ ჩაბრუნებულ ფრჩხილზე დავიდოთ ნაღების კარაქი, დავაფაროთ ხელსახოცი, პოლიეთილენის ნაჭერი და გადავიხვიოთ. 1 დღე-ღამის შემდეგ ფეხი ისევ დავილბოთ. ფრჩხილი ძალიან დარბილდება.
ფრთხილად ავწიოთ ჩაბრუნებული ფრჩხილის კუთხე და მის ქვეშ მოვათავსოთ ნაღების კარაქით გაჟღენთილი ბამბის ბურთულა, ისევ დავაფაროთ ხელსახოცი, პოლიეთილენი და შევიხვიოთ.
ეს პროცედურა გავიმეოროთ ყოველდღე, სანამ ფრჩხილი არ წამოიზრდება (დაახლოებით 2 კვირა).
ერთმანეთში უნდა ავურიოთ თითო სუფრის კოვზი დანაყილი ნიორი, ხახვი, ალოე, დამდნარი კარაქი და თაფლის სანთელი, ეს ყველაფერი 2 წუთით წამოვადუღოთ, თან ხის კოვზით ვურიოთ, მერე შევაგრილოთ, სქლად დავიდოთ ჩაზრდილ ფრჩხილზე და მის ირგვლივ, შემოვიხვიოთ კომბოსტოს თხელი ფურცელი, რომელიც წინასწარ ოდნავ უნდა დავჟეჟოთ, და ცელოფნით, ბინტითა და შალის ქსოვილით შევიხვიოთ, რომ თითი ჩახურდეს.
ეს პროცედურა იმდენჯერ უნდა გავიმეოროთ, რამდენჯერაც დაგვჭირდება. შემდეგ ფრჩხილი ფრთხილად შემოვჭრათ და წყალბადის ზეჟანგით დავიმუშაოთ.