მოამზადეთ დაფნის ფოთოლის ზეთი, რომელიც სამუდამოდ დაგავიწყებთ ვენების ვარიკოზსა და სახსრების ტკივილს

1831

დაფნის ფოთლებით არა მხოლოდ გემრიელი კერძების მომზადება, არამედ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა შესაძლებელი. ამ ფოთლებისგან ამზადებენ სამკურნალო ზეთს, რომელიც უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. ზეთის დამზადებას მარტივად გაართმევთ თავს სახლის პირობებშიც.

დაფნის სასარგებლო თვისებები: 

  • აძლიერებს ნერვულ სისტემას
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას
  • ამცირებს მსხვილი ნაწლავის პრობლემებს
  • ძალიან სასარგებლოა სახსრების ტკივილის დროს
  • ამარცხებს ვარიკოზს
  • აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და გონებრივ შესაძლებლობებს.

15+ Herbal Remedies for Spider Veins - Home and Gardening Ideas

ინგრედიენტები:

  • 30 გრამი დაფნის ფოთლები
  • 250 მლ ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

კარგად გარეცხეთ ფოთლები და შემდეგ შეამშრალეთ. მოათავსეთ ფოთლები მინის ქილაში და დაასხით მოცემული რაოდენობით ზეითუნის ზეთი. ქილას კარგად დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ნარევი 2 კვირის განმავლობაში ბნელ და მშრალ ადგილას. 2 კვირის შემდეგ ქილიდან დაფნის ძველი ფოთლები ამოიღეთ და ახალი ჩაამატეთ. დატოვეთ დასაყოვნებლად კიდევ 2 კვირით. მარლის ან რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით გადაწურეთ ნარევი. მზა საშუალება გადაიტანეთ სუფთა მინის ქილაში ან ბოთლში და შეინახეთ მაცივარში.

 გამოყენება:

  • ვენების ვარიკოზის სამკურნალოდ რეგულარულად დაიმუშავეთ სხეულის შესაბამისი მონაკვეთები წყლის აბაზანაზე შემთბარი ზეთით. ყოველდღიური პროცედურებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო გახდება.
  • თავის ტკივილის დასამარცხებლად მცირეოდენი შემთბარი ზეთით იკეთეთ საფეთქლების მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში.
  • თუ დაფნის ზეთს 1 ჩაის კოვზის ოდენობით უზმოზე მიირთმევთ, შეძლებთ მადის გაუმჯობესებას, კუჭთან და ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონირების გაუმჯობესებას.
  • თუ ამ ზეთს ლოსიონის სახითაც გამოიყენებთ, შეძლებთ კანის პრობლემებისგან გათავისუფლებას.

როგორც ხედავთ, დაფნის ზეთის მომზადება საკმაოდ მარტივია, არ მოითხოვს დიდ დროს, ძალისხმევასა და დანახარჯს. ის მართლაც ძალზედ სასარგებლო პროდუქტია, რომელიც არაერთი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია