მამაჩემი რამდენიმე წელია მშენებლობაზე მუშაობს და ხელებზე კანი ისე გამოუშრა და დაუსკდა, რამდენიმე დღე ვერც კი წავიდა სამუშაოდ. ბოლოს მეგობარმა ეს რეცეპტი მასწავლა და შვებით ამოვისუნთქეთ.
რამდენიმე წელია მამა მშენებლობაზე მუშაობს, ხელები დღენიადაგ ქვიშასა და ცემენტში აქვს. სხვებივით ხელთათმანებით მუშაობა უჭირს, ამიტომ კანი მუდამ დახეთქილი აქვს.
ათასნაირი მალამო სცადა, მაგრამ არაფერმა უშველა. ბოლოს მეგობარმა რამდენიმე მცენარეული საშუალება მასწავლა და შვებით ამოვისუნთქეთ.
30 გრამ ჭინჭარს დაასხით 1 ლიტრი წყალი, ადუღეთ 10-15 წუთს. მიიღეთ ცხელ-ცხელი, დღეში 2-3-ჯერ, 2 კვირის განმავლობაში.
100 გრამ კომშის თესლს დაასხით 200 გრამი წყალი, დადგით და დააცადეთ, ვიდრე ლორწოვანი მასა არ წარმოიქმნება.
სწორედ ეს მასა უნდა წაისვათ დახეთქილ კანზე. შეგიძლიათ, დალიოთ კიდეც.
აიღეთ 500 გრამი მუხის ქერქი, დაასხით 4-5 ლიტრი წყალი, ადუღეთ 30 წუთის განმა-
ვლობაში, გადაწურეთ. ამ ნახარშით გაიკეთეთ ხელის აბაზანები.
შეგიძლიათ, დახეთქილ ხელებზე მასში დასველებული ნაჭერიც დაიდოთ. დაზიანებულ კანზე პირდაპირ შეგიძლიათ დაიდოთ მწვანე ხახვი.
2 სადილის კოვზ კალენდულას დაქუცმაცებულ ყვავილს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათის განმავლობაში, გადაწურეთ.
მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, 2-3 კვირის განმავლობაში.
ვიცი, რომ დღეს ბევრი ოჯახს სწორედ მშენებლობაზე მუშაობით არჩენს, დახეთქილი კანიც ბევრს აწუხებს.
მოხარული ვიქნები, თუ ჩემი რეცეპტები მათაც გამოადგებათ.
აუცილებლად სანახავი:Როგორ განვსაზღვროთ მაღალი ქოლესტერინი სისხლში? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ნორმაში იყოს მუდამ?!
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.